მირიან მირიანაშვილი – თუ აშშ-საქართველოს ხელისუფლებების დაპირისპირების ტრენდი გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო უარესი და სარისკო გადაწყვეტილებების სამყაროში აღმოვჩნდეთ

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მირიან, იმის გამო, რომ თეირანში ახლად არჩეული ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშკიანის ინაუგურაციაზე ჩასული „ჰამასის“ პოლიტიკური ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიუ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა, საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ. მომხდარი რომ შემთხვევით არ მომხდარა ფაქტია.
ირანი ისმაილ ჰანიუს მკვლელობას ისრაელს ადანაშაულებს. , ტრადიციულად, მომხდარში მის მონაწილეობას უარყოფს. „ჰამასს“ რომ ირანი ღიად უჭერდა მხარს, ცნობილია, „ჰამასთან“ რომ ახლა ისრაელი ომს აწარმოებს, ესეც ფაქტია.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ჰამასის“ პოლიტიკური ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიუს მკვლელობას და თქვენი დაკვირვებით, ეს მკვლელობა რა გავლენას იქონიებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე?
– ხაზს გაუსვამ ერთ გარემოებას, რასაკვირველია „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა თეირანში ეს არის სერიოზული ესკალაციური ნაბიჯი. ზოგადად, უნდა ვთქვათ, რომ დიდი ომი, ანუ სერიოზული სამხედრო დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მწიფდება, მაგრამ, დღეს ამისთვის არავინ მზად არ არის, პირველ რიგში ირანი.
რასაკვირველია, მომხდარზე ირანისგან იქნება პასუხი, მაგრამ არა სრულმასშტაბიანი ომის ფორმით, რადგან სრულმასშტაბიანი ომი რეგიონში არავის არ აწყობს. ყველა ნაბიჯს ყველა მოთამაშე განიხილავს -ში საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში.
ირანისთვის ტრამპის გაპრეზიდენტება არის ეგზისტენციალური პრობლემა, ამიტომ, ირანის ხელისუფლება „ჰამასის“ ლიდერის თეირანში მკვლელობის მიუხედავად მოერიდება ისეთი პოლიტიკური სვლების გაკეთებას, რომელიც ხელ-ფეხს გაუხსნის ტრამპს „დემოკრატებზე“ პოლიტიკური შეტევისათვის. რამაც, შესაძლოა, გარკვეული ქულები მოუტანოს ტრამპს წინასაარჩევნოდ.
ირანისთვის ტრამპის გაპრეზიდენტება არის ეგზისტენციალური პრობლემა, ამიტომ, ირანის ხელისუფლება „ჰამასის“ ლიდერის თეირანში მკვლელობის მიუხედავად მოერიდება ისეთი პოლიტიკური სვლების გაკეთებას, რომელიც ხელ-ფეხს გაუხსნის ტრამპს „დემოკრატებზე“ პოლიტიკური შეტევისათვის. რამაც, შესაძლოა, გარკვეული ქულები მოუტანოს ტრამპს წინასაარჩევნოდ
ამიტომ, ირანის ხელისუფლება და არა მარტო, ნებისმიერი აქტორი წინა აზიაში და ახლო აღმოსავლეთში დღეს მოქმედებს ამ პოლიტიკური გადასახედიდან. მათ შორის ისრაელის ხელისუფლება, რომელსაც ყველა ადანაშაულებს ხელის შეწყობაში.
– ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს პრემიერის ყოფნის თემას ჩვენში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
გასაკვირი არაა, რადგან თუ ქვეყანას დასავლური ორიენტაცია აქვს გაკეთებული, იქ სადაც ისმის ლოზუნგები – „სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს“, როგორც მინიმუმ, ქვეყანა პირველი პირის დონეზე არ უნდა ესწრებოდეს…
– მე ირანის ქეისს ძალიან კარგად ვიცნობ, მარტო ძველი პასპორტით ირანში 60-ჯერ ვარ ნამყოფი და შემიძლია გითხრათ, რომ ამ თემაზე ცოტა განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციას დავაფიქსირებ.
თავად ირანში ვიზიტის განხორციელებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბრალდება ირანულ-ამერიკული კარტის გათამაშება ამერიკის წინააღმდეგ. ეს პოზიციაა მცდარი. ჩვენ ამერიკასთან ურთიერთობით უნდა დავალაგოთ ირანთან კომუნიკაცია. თუ ჩვენ ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობების ერთ-ერთი ხიდი თუ გავხდებით, ეს ჩვენთვის კარგი იქნება.
„სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს!“, ირანში ოფიციალური ლოზუნგია, მაგრამ ამ ლოზუნგს პრეზიდენტ მასუდ ფეზეშკიანის მომხრეები კი არ კი არ ყვიროდნენ, არამედ მისი ოპონენტები. რადიკალებს უნდათ რომ ლიბერალ მასუდ ფეზეშკიანს ამერიკასთან არ კარგი ურთიერთობები.
ირანიდან კულუარული ინფორმაციით, ხომეინიმ ამერიკის მხარესთან კომუნიკაციის შედეგად ჩამოაყალიბა ურთიერთობები. მასუდ ფეზეშკიანის პრეზიდენტად არჩევა ამერიკელებისა და ირანელების ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებაა. ეს მოხდა იმისთვის, რომ ამერიკა-ირანის ურთიერთობებში მოხდეს ვითარების დეესკალაცია.
ირანიდან კულუარული ინფორმაციით, ხომეინიმ ამერიკის მხარესთან კომუნიკაციის შედეგად ჩამოაყალიბა ურთიერთობები. მასუდ ფეზეშკიანის პრეზიდენტად არჩევა ამერიკელებისა და ირანელების ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებაა. ეს მოხდა იმისთვის, რომ ამერიკა-ირანის ურთიერთობებში მოხდეს ვითარების დეესკალაცია
დეესკალაციის ჩაშლის მოსურნე ძალების ორგანიზებული იყო ამ ინაუგურაციაზე „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა. თეირანში მზადდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრად პროდასავლელი მინისტრის დანიშვნა და ამის შემდეგ დაიწყება ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობების დეესკალაცია. ამ დეესკალაციის პროცესში ქართველების მონაწილეობა თავის თავად ცუდი არ არის.
პრობლემა იმაშია, რომ ჩვენს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ბრალდება ირანის კარტის გათამაშება. ეს იარლიყი ხელისუფლებამ უნდა ჩამოიხსნას. ვიმეორებ, თავის თავად პრემიერის ირანში ვიზიტში არაფერი ცუდი არ არის.
– აშშ-ს სენატში ევროპასა და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. მათ შორის საქართველოზეც.
აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე საქართველოზე საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა – „საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა“.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონის“ მიღების თემაზე სხვა სენატორების შეფასებებიც საკმაოდ არასასიამოვნო უნდა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო დიდი დაპირისპირებაა ძირითად პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ამერიკელმა პოლიტიკურმა კლასმა საქართველოს მთავრობას თუ შეიძლება ასე ითქვას „წითელი ბარათი“ აჩვენა და გააგრძელა საუბარი იმაზე, რომ სენატი და კონგრესი საქართველოსთან დაკავშირებით ორპარტიული მხარდაჭერით „მეგობრის აქტს“ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიიღებს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მთავრობას 96 მილიონიანი დახმარება შეუჩერა. მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ კი თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს დრო გამოასწოროს ურთიერთობები და ამისთვის სამი პირობა დაასახელა.
თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ს სენატში, მანამდე აშშ-ს კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს?
– ეს ტრენდი არახალია, საქართველოს ხელისუფლების კურსთან მიმართებაში გამოიკვეთა მინიმუმ ნახევარი წელია. იგი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ამერიკის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლების რიგ პოლიტიკურ სვლებს უპასუხოს. მანამდე, ამერიკა მთელი წელი იყო იმის მოსურნე რომ საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული რიტორიკა შეეცვალა. მაგრამ, შემდეგ ამერიკა პასუხის რეჟიმზე გადავიდა და დღეს გვაქვს ეს ტრენდი.
ივანიშვილის განცხადების შემდეგ, როდესაც მან ღიად დადო ფსონი ტრამპის გამარჯვებაზე, საქართველოსა და ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციებს შორის დაპირისპირებამ უფრო სხვა დატვირთვა და შინაარსი შეიძინა. ამერიკის პოლიტიკურმა ელიტამ, აქ „რესპუბლიკელების“ საკმაოდ დიდი ნაწილიც მოიაზრება, მიიღო გადაწყვეტილება ტრამპისტული პოლიტიკური ბანაკის ალაგმვის შესახებ არჩევნების შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ივანიშვილის განცხადების შემდეგ, როდესაც მან ღიად დადო ფსონი ტრამპის გამარჯვებაზე, საქართველოსა და ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციებს შორის დაპირისპირებამ უფრო სხვა დატვირთვა და შინაარსი შეიძინა. ამერიკის პოლიტიკურმა ელიტამ, აქ „რესპუბლიკელების“ საკმაოდ დიდი ნაწილიც მოიაზრება, მიიღო გადაწყვეტილება ტრამპისტული პოლიტიკური ბანაკის ალაგმვის შესახებ არჩევნების შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით
შესაბამისად, ჩვენ სერიოზულად ვრისკავთ, როდესაც ღიად ტრამპისტული ბანაკის წევრობას ვიბრალებთ. სინამდვილეში საგარეო-პოლიტიკური აქტივობის თვალსაზრისით არანაირი ბერკეტი ხელში არ გვაქვს, ბონუსსაც ვერ მივიღებთ და რისკების ზონაში შევდივართ ძალიან სერიოზულად.
ასეა იმიტომ რომ ტრამპის გამარჯვების შანსი იმთავითვე მცირე იყო და კამილა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შემდეგ, საერთოდ ნულამდე დავიდა. ამიტომ ეს თამაში არის თამაში მხოლოდ რისკების სამყაროში ყოველგვარი ბონუსის გარეშე.
აქ მარტო ხელისუფლებას კი არ ვადანაშაულებ. საქართველოს პოლიტიკური ელიტა, მათ შორის ოპოზიციაც სერიოზულად არის ტრამპიზმით დასნეულებული. ამის ნათელი ილუსტრაციაა „ნაცმოძრაობის“ დელეგაციის ვიზიტი „რესპუბლიკელების“ ყრილობაზე. მე იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური კურსი დაკორექტირდება, რადგან, ეს არის ძალიან დიდი რისკი.
იმედი მაქვს, რომ „დემოკრატთა“ ყრილობაზე საქართველოს ხელისუფლება მოძებნის რაიმე ფორმით წარმომადგენლობის გაგზავნის საშუალებას და ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება ამ დაპირისპირების ჩაცხრომისათვის, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. თუ ეს გაკეთდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება პოლიტიკურად ადეკვატურობის გზას დაადგა.
იმედი მაქვს, რომ „დემოკრატთა“ ყრილობაზე საქართველოს ხელისუფლება მოძებნის რაიმე ფორმით წარმომადგენლობის გაგზავნის საშუალებას და ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება ამ დაპირისპირების ჩაცხრომისათვის, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. თუ ეს გაკეთდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება პოლიტიკურად ადეკვატურობის გზას დაადგა
– სანამ ხელისუფლება ადეკვატურობის გზას დაადგება, მანამდე ვხედავთ, რომ ვითარებაში, როცა ვაშინგტონში საქართველოზე გაკეთებული კრიტიკული განცხადებების სათვალავიც კი არეული გვაქვს. გასაგებია, რომ ახლა მთავარია ის, თუ როგორ აღიქვამენ ამ განცხადებებს თბილისში ისინი, ვინც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს.
ცოტა ხნის წინ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ მათ აშშ არასდროს არ გაუკრიტიკებიათ, მეტიც, პრესას ამუნათებდნენ – ერთი მაგალითი მაინც დაგვისახელეთო.
არადა, კარგად გვახსოვს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან საუბრები „გლობალურ ომის პარტიაზე“, იმაზე, რომ სწორედ ეს პარტია აიძულებდა საქართველოში ს წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას.
მმართველი გუნდის წინასაარჩევნო პროპაგანდა ხომ ძირითადად „ომსა და მშვიდობაზეა“ აწყობილი. ცხადია ისიც, რომ ეს პროპაგანდა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილზე დიდ გავლენას ახდენს.
სენატში გამართულ მოსმენებზე პრემიერმა მ განაცხადა – „როგორც კი გადმოიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, მაშინვე მოხდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვა. რაც შეეხება სანქციებს, ასეთი ტონი კონტრპროდუქტიულია, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად“.
თქვენ როგორ შეაფასებდით ვაშინგტონიდან მიღებულ გზავნილებზე ჩვენი ხელისუფლების რეაქციას?
კობახიძის განცხადების მეორე ნაწილზე რა უნდა ვიფიქროთ, – საქართველო ამერიკას ურთიერთობებისათვის თავის პირობებს უყენებს?
– რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ვითარება სულ უფრო და უფრო მწვავე ხდება და პოლიტიკური მოქმედების ალგორითმი სულ უფრო და უფრო რთულდება. ამ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკურ ელიტას, მხედველობაში მყავს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, სულ უფრო და უფრო უჭირს პოლიტიკური ვექტორის გაგნება ინფორმაციულობის დეფიციტის პირობებში.
სამწუხარო რეალობა ისაა, რომ თუ ამერიკა-საქართველოს ხელისუფლების დაპირისპირების ტრენდი გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო უარესი და სარისკო გადაწყვეტილებების სამყაროში აღმოვჩნდეთ. პირველ რიგში დეესკალაციისკენ ნაბიჯის გადადგმა საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა და არა ამერიკის. ასეა, რადგან ამერიკის მიმართ ბრალდებების კასკადი მოდიოდა საქართველოს ხელისუფლებისგან.
თუ ამერიკა-საქართველოს ხელისუფლების დაპირისპირების ტრენდი გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო უარესი და სარისკო გადაწყვეტილებების სამყაროში აღმოვჩნდეთ. პირველ რიგში დეესკალაციისკენ ნაბიჯის გადადგმა საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა და არა ამერიკის. ასეა, რადგან ამერიკის მიმართ ბრალდებების კასკადი მოდიოდა საქართველოს ხელისუფლებისგან
ამერიკულ კრიტიკაზე ხელისუფლების რეაქცია ცუდი იყო, მაგრამ, იგი სხვანაირი ვერ იქნებოდა იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურად არაინფორმირებულია. საქართველოს ხელისუფლებას ჰგონია რომ ტრამპი იმარჯვებს, რომ ტრამპი მოვა და დაალაგებს რეალობას, ში ახალ პოლიტიკურ მოცემულობაზე გავალთ პოსტსაბჭოთა სივრცეში და რეგიონში, რომ რუსეთის როლი შენარჩუნდება, მეტიც მისი როლი კიდევ უფრო გაძლიერდება.
ჩვენ ვართ ვითარებაში, როცა საქართველოს ხელისუფლება ძალიან მცდარი პოლიტიკური პრიზმით უყურებს რეალობას და ელოდება იმ მოცემულობების დადგომას, რომელიც არასოდეს არ დადგება. ამგვარი მოცემულობის დადგომის პერსპექტივა არის ნულის ფარგლებში. სინამდვილეში ჩვენ მივიღებთ იმის საპირისპირო რეალობას, რასაც საქართველოს ხელისუფლება ელოდება.
ჩვენ ვართ ვითარებაში, როცა საქართველოს ხელისუფლება ძალიან მცდარი პოლიტიკური პრიზმით უყურებს რეალობას და ელოდება იმ მოცემულობების დადგომას, რომელიც არასოდეს არ დადგება
ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლება გლობალური ტრამპისტული აქტიურ წევრად ყალიბდება. ამ ბანაკში ძალიან ცოტა სუბიექტებია. ფაქტობრივად, შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთის პოლიტიკური მეგობრებიც კი გაემიჯნენ ტრამპისტულ გლობალურ ბანაკს. ჩინეთისთვის და ირანის ხელისუფლებებისთვის ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება არის ეგზისტენციალური საფრთხე. აქ ფაქტობრივად, ინტერესთა ჯგუფები შემოისაზღვრა მარტო ორბანით, ისრაელის პოლიტიკური ელიტით, რუსეთით და ჩრდილოეთ კორეით.
ჩვენი ხელისუფლება ამერიკასთან რიტორიკით პოლიტიკური პიკირების რეჟიმშია. ვაშინგტონიდან რასაც დიპლომატიური ენით გვეუბნებიან ხომ უნდა გავიგოთ? იქიდან გვეუბნებიან, რომ ივანიშვილი უნდა გაემიჯნოს ტრამპის მომხრეობის იმ პოლიტიკურ ავანსებს, რომელიც მან თავის საკუთარ სიტყვებში ჩამოაყალიბა. აქამდე ქართველები დიპლომატიურ ენას საუკუნეების მანძილზე კარგად იგებდნენ და ახლა რა დაგვემართა?
სინამდვილეში, ამერიკა ჩვენგან ითხოვს ტრამპიზმისაგან გამიჯვნას, რაც იმავდროულად ნიშნავს რუსეთის პოლიტიკური ზრახვებისგან დისტანცირებას.
– თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში გამოთქვით მოსაზრება, რომ ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში „დაბრუნება“, „გარე ცენტრებთან იყო შეთანხმებული“.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონის“ მიღებამ, უფრო სწორად თუ რა რიტორიკა უძღოდა მას წინ, მხედველობაში მაქვს ის, რომ ევროპა და ამერიკა საქართველოში რევოლუციის მოსახდენად არასამთავრობოებს აფინანსებენ, „გლობალურ ომის პარტიას“ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, და კიდევ ბევრი სხვა განცხადებები, იმაზე მიანიშნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუპირისპირდა ევროკავშირსა და აშშ-ს.
29 აპრილს „თავისუფლების მოედანზე“ ივანიშვილის გამოსვლა რომ ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკით გამოირჩეოდა, ფაქტია. ეს ყველაფერი იმის გამო გავიხსენე, რომ მეკითხა, თუ ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მესამედ დაბრუნება გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებთან შეთანხმებული იყო, მაშინ რა გამოდის – ივანიშვილმა არ შეასრულა „ცენტრებთან“ შეთანხმებული გარკვეული პირობები თუ რა ხდება?
ფაქტი ისაა, რომ ახლა საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ფაქტობრივად მიხურულია, სხვათა შორის ამერიკისაც…
– რასაკვირველია, ივანიშვილის დაბრუნება გარკვეული შუამავლებისა და კომუნიკატორების მეშვეობით იყო შეთანხმებული ამერიკის დღევანდელ ხელისუფლებასთან, პირადად სალივანთან, აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანთან.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ივანიშვილის რიტორიკა ნელ-ნელა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით გაზაფხულიდან დაუახლოვდა ტრამპის რიტორიკას. რიტორიკა „გლობალური ომის პარტიაზე“, სინამდვილეში არაფრით არ განსხვავდება ტრამპის ლექსიკიდან.
ტრამპის ლექსიკაც ასეთია – „მე მშვიდობის მოყვარული ვარ,“ „ჩემს დროს არანაირი ომი არ იყო“, „ეს ომები დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „დემოკრატები“ მოვიდნენ“ და ასე შემდეგ. ივანიშვილის რიტორიკა ძალიან დაუახლოვდა ტრამპის რიტორიკას. შესაბამისად, ამერიკელების თვალში ივანიშვილთან შეთანხმებები ამოვარდა იმ კონტექსტიდან რასაც, სინამდვილეში მიზნად ისახავდა მისი პოლიტიკაში დაბრუნება.
ივანიშვილის რიტორიკა ძალიან დაუახლოვდა ტრამპის რიტორიკას. შესაბამისად, ამერიკელების თვალში ივანიშვილთან შეთანხმებები ამოვარდა იმ კონტექსტიდან რასაც, სინამდვილეში მიზნად ისახავდა მისი პოლიტიკაში დაბრუნება
დღეს, როდესაც გეუბნებიან, „ქართულ ოცნებას“ კიდევ დარჩა შანსი თავისი პოლიტიკური კურსის კორექტირებისთვის, ამგვარი გზავნილი, სინამდვილეში დიპლომატიური ენიდან სამოქალაქო ენაზე ითარგმნება ასე – გაემიჯნე ტრამპისტების ბანაკს! მაგრამ, რამდენად აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამგვარი პოლიტიკური ნაბიჯის შინაგანი და გარეგანი რესურსი, ამაზე საკმაოდ სერიოზული ეჭვი მაქვს მეც და დასავლეთსაც.
– ივანიშვილისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდება და საქართველო შეძლებს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგებას ნაადრევი აღმოჩნდა.
ხელისუფლებაში მეორე ეშელონის პოლიტიკოსების გარდა, პირდაპირ არავის უთქვამს, რომ „ქართული ოცნება“ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპს რომ გულშემატკივრობდა, მაგრამ, საგარეო პოლიტიკაზე ხელისუფლების აშკარად არათანმიმდევრული განცხადებები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მმართველ გუნდს ტრამპის გაპრეზიდენტებაზე ჰქონდა ფსონი დადებული,
მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო კამპანიას ბაიდენი ჩამოშორდა და „დემოკრატების“ სახელით აშშ-ს პრეზიდენტობისთვის კამილა ჰარისი იბრძვის, ვითარება აშკარად შეცვლილია, თან არა ტრამპის სასარგებლოდ.
ვითარებაში, როცა დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი ტრამპს „რუსეთის ბოლო იმედად“ მიიჩნევს, გაუგებარი ისაა, რაში დასჭირდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ტრამპის გულშემატკივრობა.
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიად თუ ირიბად ტრამპს გულშემატკივრობას?
– მე თქვენთან ინტერვიუებში არა ერთხელ მითქვამს, რომ ფსონი ტრამპის გამარჯვებაზე დადებული ქართველების მხრიდან, იყო მცდარი. ეს პოსტულატი კიდევ უფრო მძაფრად თვალსაჩინო ს ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ. დღეს ვითარება უკრაინის კონტექსტში არის შემდეგი – მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ტრამპი მოვა და უკრაინა-რუსეთის ომის ზავით დასრულდება, ისედაც და ტრამპის შემთხვევაშიც მცდარი შეხედულებაა.
ამ საკითხზე ტრამპის შეფასებები ვულგარულ შეფასებებს არ ცდება. მე ახლა ტრამპის გეგმებს არ ჩავუღრმავდები, რადგან, თავად ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა არის ძალიან მცირე შანსის მატარებელი. ამიტომ, იმის იმედად ყოფნა, რომ ტრამპის მიერ ჩამოყალიბებული რეალობა საქართველოს ხელისუფლებისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება, ვიდრე კამილა ჰარისის მიერ ჩამოყალიბებული რეალობა, ეს არის ძალიან ცუდი შეფასებების სამყაროში გადავარდნა. ასეა, რადგან ტრამპის რეალობა არ დადგება.
შესაბამისად, ჩვენ შეგვრჩება დამარცხებული ბანაკის წევრის როლი, რომელიც ზავს კი არ მიიღებს, არამედ მოხვდება ორმაგ და სამმაგ პოლიტიკურ წნეხში.
– ახლა ბევრი ამბობს რომ აშშ-ში არჩევნებს კამილა ჰარისი მოიგებს. თუ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები კამილა ჰარისმა მოიგო, იგი უკრაინის საკითხში ბაიდენის პოლიტიკას გააგრძელებს. ანუ, უკრაინის საკითხში არ დათანხმდება რუსეთთან იმგვარ შეთანხმებას, რომელსაც „მიუნხენი-2“ შეიძლება ეწოდოს.
ჰარისი არც ჩემბერლენს ჰგავს და არც დალადიეს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ არც აშშ და არც კოლექტიური დასავლეთი, რაც არ უნდა ეცადოს ორბანი და კიდევ რამდენიმე ღიად პრორუსი ევროპელი ლიდერი, უკრაინა-რუსეთის ომი არც რუსეთის პირობებით და არც უკრაინის კაპიტულაციით არ დასრულდება.
თუ ასე იქნა, მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარება, წესით საქართველოს ინტერესებში უნდა იყოს. რა ვერ გათვალა ჩვენმა ხელისუფლებამ? რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ გათვალა?
– საქართველოს ხელისუფლება არ არის წარმოდგენილი ინფორმატიულად იმ პოლიტიკურ საკვანძო ცენტრებში, ამიტომ ინფორმაციას შესაძლოა იღებდეს ორბანის გავლით. ორბანის მიერ მოწოდებული პოლიტიკური რეალობა შესაძლოა პოლიტიკური ხაფანგი იყოს.
შეიძლება ასე ბრმად მიენდო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ისეთ პოლიტიკურ თაღლითს, სინამდვილეში, როგორიცაა ორბანია? ყველაფერი, რაც ორბანის გარშემოა, არის პოლიტიკური აფერა. არავითარ გლობალურ მსოფლიო პოლიტიკას ორბანი არ უპირისპირდება და არავითარი სოროსის მტერი ორბანი არ არის. ეს ყველაფერი პოლიტიკური დეკორაციაა.
შეიძლება ასე ბრმად მიენდო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ისეთ პოლიტიკურ თაღლითს, სინამდვილეში, როგორიცაა ორბანია? ყველაფერი, რაც ორბანის გარშემოა, არის პოლიტიკური აფერა. არავითარ გლობალურ მსოფლიო პოლიტიკას ორბანი არ უპირისპირდება და არავითარი სოროსის მტერი ორბანი არ არის. ეს ყველაფერი პოლიტიკური დეკორაციაა
ჩვენს, შესაძლოა, ორბანთან პოლიტიკურმა თამაშმა და კეკლუცობამ სერიოზულ შარში შეგვიყვანოს. რეალობა ასეთია, სინამდვილეშიც ეს ზავიც ტრამპისტულ ვარიანტებში შესაძლოა იყოს ბლეფი იყოს.
როცა ორბანი აქეთ-იქეთ დადიოდა თავისი ზავის გეგმებით, ამის დრაივერი პირველ რიგში იყო ჩინეთი, იმიტომ რომ ჩინეთი აწვება დღეს რუსეთს და ფაქტობრივად დაუწესა არაფორმალური სანქციები იმის გამო, რომ ჩინეთს არ უნდა უკრაინა-რუსეთის ტრამპმა მისი ტრამპისეული ზავი გამოიყენოს და ისრები ჩინეთზე გადაიტანოს რუსეთის ნაცვლად. ანუ, ჩინეთს, თავისი თავი რუსეთის ნაცვლად ამერიკის მსხვერპლად არ უნდა.
როდესაც ორბანი ზავის გეგმებით აქეთ-იქეთ დადიოდა ბუდაპეშტში ჩაფრინდა ტრამპის შვილი და ტრამპის ულტიმატუმი წაუყენა ორბანს – თუ რუსეთი ზავს უკრაინასთან გააფორმებს ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ანუ ჩემს გაპრეზიდენტებამდე, მაშინ ჩემი სახელი დაივიწყეთო.
როდესაც ორბანი ზავის გეგმებით აქეთ-იქეთ დადიოდა ბუდაპეშტში ჩაფრინდა ტრამპის შვილი და ტრამპის ულტიმატუმი წაუყენა ორბანს – თუ რუსეთი ზავს უკრაინასთან გააფორმებს ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ანუ ჩემს გაპრეზიდენტებამდე, მაშინ ჩემი სახელი დაივიწყეთო
ტრამპს არ უნდა ზავი გაფორმდეს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და ქულები კამილა ჰარისმა ჩაიწეროს. ამ თემაზე საკმაოდ მძაფრი და ხარიხის ქვეშ პროცესები მიმდინარეობს, რაზეც ინფორმირებულობა საქართველოში არის ძალიან მწირი. შესაბამისად, აქტიური პოლიტიკური როლის თამაში, ტრამპისტული ბანაკის თამაში საქართველოსთვის არის ძალიან სარისკო.
არ ვიცით საერთოდ რა კარტებს არიგებენ და რომელი ბანქოს დასტიდან, ასეთ ვითარებაში რატომ უნდა ვითამაშოთ? ხელისუფლება ამას იმიტომ ვერ გაარკვევს, რომ მას სრულფასოვანი სტატუსი არ აქვს ამ თამაშში. ჩვენ ხომ არანაირ პოლიტიკურ პროცესებში არ ვართ და ამ პროცესებზე ინფორმაციას ორბანის გავლით ვიღებთ. რაღაც ნაწილში, შესაძლოა რუსების გავლითაც.
– 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვეა დარჩენილი. კარგა ხანია თვალს ვადევნებთ ერთი მხრივ ხელისუფლების საარჩევნო სტრატეგიას და ტაქტიკა, და მეორე მხრივ ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკას.
ხელისუფლების მტკიცებით, თუ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, საქართველო ომში ჩაბმული აღმოჩნდება. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დარჩა, საქართველო რუსული იმპერიის გავლენის სფეროში აღმოჩნდება.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, თუ რა ვითარებაა ახლა არჩევნებამდე 3 თვით ადრე? ამ ვითარების განმსაზღვრელი, სავარაუდოდ, რა საგარეო და საშინაო ფაქტორებია?
– მესმის, რომ ქართველების ფოკუსი საშინაო თემებზე ყალიბდება, მაგრამ მე მინდა ჩემი აზრი მოგახსენოთ – დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს არჩევნები გახდა ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიის პოლიტიკური მძევალი. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საერთოდ, მან თავის თავადობა დაკარგა. შესაბამისად, ამ არჩევნების როლი და ფუნქცია არის ძალიან მცირე.
პატარა ქვეყნის ელიტები, არჩევნებს, როგორც წესი იყენებენ ხოლმე იმ პოლიტიკური კონფიგურაციის შესაქმნელად, რომელიც უნდა მიესადაგოს მსოფლიოსა და რეგიონში ახალ პოლიტიკურ რეალობას. გარკვეულ წილად წარსულიდან მომავალში პოლიტიკური შლიუზის როლი ითამაშონ. ამ როლს და ფუნქციას საქართველო ამჟამინდელი არჩევნები მოკლებულია. ასეა იმიტომ რომ ვერანაირ როლს წარსულსა და მომავალს შორის ის ვერ იპოვის.
ოპოზიცია გაცილებით სუსტია, მისი პოლიტიკური კონსტრუქციების დიდი ნაწილი შექმნილია თავად ივანიშვილის მიერ. ისინი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების როლს ვერანაირად ვერ ითამაშებენ. შესაბამისად, აქ როგორც საგარეო ინტრიგაა მომსპარა, ისე საშინაო.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს საზოგადოებაში არის სერიოზული ენერგეტიკა, მაგრამ, პოლიტიკურ პარტიებში ეს ოპოზიციური ენერგეტიკა არანაირად არ არის. ამიტომ, საქართველოს ოპოზიცია თამაშობს როგორც ოლიმპიური მოძრაობის წევრი, პროცესის მონაწილეობითაა დაკავებული და გამარჯვების მოსურნეობით.
აქედან გამომდინარე, არანაირ ცვლილებებს არ ველი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებას საგარეო კონტექსტიდან იმდენად მძაფრად ჩამოუყალიბდება არჩევნების შემდეგ, რომ მან დღეს, ძირითადად ყურადღება უნდა გადაიტანოს საგარეო კონტექსტთან წინასაარჩევნო პერიოდში. საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული სვლების გაკეთება ტრამპისტული ბანაკიდან დაშორების თვალსაზრისით. თუ ამ ამოცანას საქართველოს ხელისუფლება სრულფასოვნად ვერ მოერია, ოხრად დაგვრჩება არჩევნები.
საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული სვლების გაკეთება ტრამპისტული ბანაკიდან დაშორების თვალსაზრისით. თუ ამ ამოცანას საქართველოს ხელისუფლება სრულფასოვნად ვერ მოერია, ოხრად დაგვრჩება არჩევნები
იმიტომ რომ, ვიმეორებ – მსოფლიოს პოლიტიკურ ელიტას, პირველ რიგში აშშ-ს პოლიტიკურ ელიტას და მათ შორის „რესპუბლიკელებში“ გავლენიან ძალებს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება ტრამპისტული ბანაკის განადგურების შესახებ აშშ-ში არჩევნების შემდეგ.
ეს გლობალური პროცესი იქნება, ყველას შეეხება, თუ ჩვენ ამ ბანაკის წევრი გავხდით, არანაირი მოკავშირე არ გვეყოლება. ჩინეთი და ირანი ასევე არიან ანტიტრამპისტული ბანაკის წევრები. ჩვენ გვინდა ვიყოთ ჩინეთის სტრატეგიული მოკავშირე, მაშინ როდესაც ჩვენ ტრამპისტული ბანაკის წევრები ვიქნებით.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას გამოძებნონ რაიმე ფორმით 18 აგვისტოს „დემოკრატების“ ყრილობაზე წარმომადგენლობის გაგზავნა. ეს იქნება ამერიკასთან ურთიერთობების დეესკალაციისკენ გადადგმული პირველი და ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ამ ნაბიჯის ალტერნატივა ფიზიკურად არ არსებობს, ამიტომ ამ შესაძლებლობას ხელიდან ნუ გაუშვებთ
ჩვენს პოლიტიკურ პოზიციაში ძალიან ბევრი უცნაურობა და შეუძლებლობა დევს იმის, რომ ეს პოლიტიკური პოზიცია იყოს წარმატებული. ამიტომ მოგვიწევს სერიოზული ნაბიჯები გადადგმა და რაც ადრე, მით უკეთესი.
ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას გამოძებნონ რაიმე ფორმით 18 აგვისტოს „დემოკრატების“ ყრილობაზე წარმომადგენლობის გაგზავნა. ეს იქნება ამერიკასთან ურთიერთობების დეესკალაციისკენ გადადგმული პირველი და ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ამ ნაბიჯის ალტერნატივა ფიზიკურად არ არსებობს, ამიტომ ამ შესაძლებლობას ხელიდან ნუ გაუშვებთ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ