სულამანიძის წარმატებული დებიუტი – ილია ოლიმპიადის მეოთხედფინალშია!

პარიზის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირზე დღეს -100 კილოგრამით წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით ილია სულამანიძე ასპარეზობს.
ილიამ შეჯიბრებაში მონაწილეობა მეორე წრიდან დაიწყო და იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია. სულამანიძე მეოთხედფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.
ზაფხულის
33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.