TMG Power Georgia – დიზელის გენერატორების ლიდერი კომპანია საქართველოში (რ)

“თუ აწარმოებთ სამშენებლო სამუშაოებს დაუსახლებელ, ინფრასტრუქტურულად გაუმართავ ადგილას, ან ხართ ფესტივალის, თუნდაც, მნიშვნელოვანი წვეულების ორგანიზატორი და გჭირდებათ უწყვეტი ელექტროენერგია, მაშინ თავის დაზღვევისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად უნდა გქონდეთ გენერატორი.
შესაძლოა თქვენთვის მისი საკუთრებაში არსებობა არ წარმოადგენდეს გადაუდებელ აუცილებლობას და კონკრეტული პერიოდით გჭირდებოდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი თარიღების „გაფუჭებისგან“ თავის დასაცავად მისი ქირაობა ნამდვილად კარგი გამოსავალია.
არ აქვს მნიშვნელობა ბიზნეს მოტივებით გჭირდებათ გენერატორი თუ პირადი სურვილებისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში – დიზელის გენერატორების ლიდერი კომპანია საქართველოში TMG Power Georgia უზრუნველყოფს, რომ თქვენ გქონდეთ უწყვეტი ელექტროენერგია.”
სად უნდა შეიძინოთ გენერატორი?
TMG Power 37 წელია წარმატებით მოღვაწეობს ელექტრო ენერგიის გენერაციისა და მომსახურების სერვისების განხორციელებაში. კომპანია დღესდღეობით ლიდერია საქართველოში. TMG Power Georgia-ს დიზელის გენერატორები გამოიყენება სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებში, როგორიც არის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა, საწარმოები, ფაბრიკა-ქარხნები, მსხვილი სამშენებლო პროექტები და სხვა. კომპანიას დღესდღეობით 1000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
TMG Power Georgia-ში თითოეულ გენერატორს ექსპლუატაციამდე უტარდება სრულყოფილი ტესტირება, მკაცრადაა დაცული ინდუსტრიის სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს დიზელის გენერატორების გამართულ ფუნქციონირებას.
მიუხედავად ამისა, აუცილებელია გენერატორის რეგულარული ტექნიკური დათვალიერება და მომსახურება. თავის დროზე აღმოჩენილი ხარვეზი, უზრუნველჰყოფს დანადგარის გამართულ მუშაობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ტექნიკურ სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს დანადგარის დროულ, პერიოდულ შემოწმებასა და მომსახურებას, მთელი საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში.
რა მომსახურებას გთავაზობთ TMG Power გენერატორის გამართულად მუშაობისთვის?
გარდა გენერატორების შეძენისა, TMG Service გთავაზობთ მისი გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო სრულ მომსახურებას. თუ გენერატორის შეკეთება დაგჭირდათ, TMG Service-ის კვალიფიციური და ბრენდის მიერ აკრედიტებული სპეციალისტები ნებისმიერი ტიპის პრობლემას ადგილზე მოაგვარებენ. სერვისი საქართველოს მასშტაბით არის ხელმისაწვდომი, როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური მომსახურებისთვის. გეგმიური მომსახურება უმეტესად მოიცავს:

ასევე დაგაინტერესებთ