ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზაში, გასულ თვეში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური დაიღუპა

ღაზაში, გასულ თვეში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალები ადასტურებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მუჰამედ დეიფის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაზვერვამ რამდენიმე საათის წინ მოიპოვა.
„2024 წლის 13 ივლისს მუჰამედ დეიფის, „ღაზის ბინ ლადენის“ სიკვდილი „ჰამასის“, როგორც სამხედრო და სამთავრობო ორგანიზაციის განადგურებისკენ და ჩვენ მიერ დასახული ომის მიზნების მიღწევისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.
13 ივლისს ისრაელმა სარაკეტო დარტყმები ღაზაში, ხან იუნისის ალ-მასავის რაიონში განახორციელა. სარაკეტო დარტყმების სამიზნეებს „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი და ხან იუნისის ბრიგადის მეთაური რაფაა სალამე წარმოადგენდნენ.