გიორგი ამილახვარი – ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს არ შეუჩერებია და არც არასდროს შეჩერდება

ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს არ შეუჩერებია და არც არასდროს შეჩერდება! – ეს განცხადება მედიასთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გააკეთა.
ამასთან, დასმულ კითხვაზე, როდის გაიხსნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა, რომლის მშენებლობაც მან გასულ წელს ევროკავშირის ელჩთან სთან ერთად დაათვალიერა, ამილახვარმა განაცხადა, რომ „სკოლის მშენებლობა არც ერთი დღით, არც ერთი წამითა და არც ერთი მოქმედებით არ შეჩერებულა“.
განათლების მინისტრის თქმით, სამუშაოების დასრულებას რამდენიმე თვე სჭირდება და როგორც კი შესაძლებელი იქნება, სკოლა გაიხსნება.
„ბიუჯეტიდან იხარჯება და ჯამში, დაახლოებით 100 მილიონი ლარის ოდენობის თანხა დაიხარჯება, როდესაც ეს სკოლა დასრულდება. ცენტრალური ბლოკის სამშენებლო სამუშაოები პრაქტიკულად ფინალურ ფაზაზეა. ასევე მიმდინარეობს საერთო საცხოვრებელი კორპუსების სარემონტო სამუშაოები.
მუდმივ კავშირზე ვართ საელჩოსთან და ელჩთან – არის სხვადასხვა საკითხები. ვფიქრობთ, რომ სამუშაოები შესაძლოა წლის ბოლოსკენ დასრულდეს.
სკოლას ჰყავს დირექტორი, საკონსულტაციო ჯგუფი. მიმდინარეობს აკადემიური მზადება ავტორიზაციისთვის, პროგრამებისთვის, მასწავლებლების შერჩევისთვის“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი: ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც …

ჯო უილსონი – ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა