ლევან დავითაშვილი ირანში ჩასვლაზე – პროტოკოლურად არის ვალდებულებები, რომლის შესრულებაც პოლიტიკოსებს უწევთ – პრემიერი მონაწილეობდა პროცესში, რომელშიც მონაწილეობდა ყველა მეზობელი ქვეყნის მთავრობის მეთაური

პროტოკოლურად არის გარკვეული ვალდებულებები, რომლის შესრულებაც პოლიტიკოსებს უწევთ – პრემიერი მონაწილეობდა პროცესში, რომელშიც მონაწილეობდა ყველა მეზობელი ქვეყნის მთავრობის მეთაური, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მისი და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ირანში ჩასვლას შეეხებოდა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საკუთარი საგარეო პოლიტიკისთვის არ გადაუხედავს, ეს არის მკაფიო და ამ კუთხით სხვა ყველაფერი არის სპეკულაცია.
„ამაზე პრემიერმა ამომწურავი კომენტარი გააკეთა. ხშირად რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, პროტოკოლურად არის გარკვეული ვალდებულებები, რომლის შესრულებაც პოლიტიკოსებს უწევთ, მათ შორის ყველაზე დიდი ვალდებულებები მთავრობის მეთაურს აქვს. ის მონაწილეობდა პროცესში, რომელშიც მონაწილეობდა ყველა მეზობელი ქვეყნის მთავრობის მეთაური. ეს არის მხოლოდ ამ კონტექსტში დასანახი, სხვა ყველაფერი ამის მიღმა არის სპეკულაცია. ჩვენი პოზიცია საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით არის მკაფიო და ღია. იცით ჩვენი დამოკიდებულებები და პარტნიორობა ჩვენს მნიშვნელოვან საერთაშორისო მეგობრებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. საქართველოს საკუთარი საგარეო პოლიტიკისთვის არ გადაუხედავს, ეს არის მკაფიო და ამ კუთხით სხვა ყველაფერი არის სპეკულაცია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი , პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან