იაგო ხვიჩია – გამჭვირვალობის მოტრფიალის უკან არის ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავრობის იარლიყი და მმართველი პარტია ასე გადის არჩევნებზე – ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები შანსებს ვერ იყენებენ, თორემ „ქართული ოცნება“ მეტი რით დაგეხმაროს წინასაარჩევნოდ?

რეალურად, გამჭვირვალობის მოტრფიალის უკან არის ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავრობის იარლიყი და მმართველი პარტია ასე გადის არჩევნებზე – ოპოზიცია, ჩემი კოლეგები შანსებს სათანადოდ ვერ იყენებენ, თორემ “ქართულმა ოცნებამ” მეტი რა ქნას, რით დაგეხმაროს წინასაარჩევნოდ? – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დაუშვებელია, ოპოზიციამ “ქართული ოცნების” ასეთი ტიპის წინასაარჩევნო დახმარება არ გამოიყენოს.
როგორც ხვიჩია აღნიშნავს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი დასავლეთის წინააღმდეგ არის მიღებული.
“მე მგონი, ასეთი უცნაური ფორმით გვეხმარებიან “ქოცები” ოპოზიციას. უბრალოდ, ოპოზიცია არის ცოტათი უხეირო, ჩემი კოლეგები და შანსებს სათანადოდ ვერ იყენებენ, თორემ “ქართულმა ოცნებამ” მეტი რა ქნას, რით დაგეხმაროს წინასაარჩევნოდ? ფაქტობრივად, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც გამჭვირვალობის სახელით მმართველი პარტია გადის არჩევნებზე და რეალურად, ამ იარლიყის, გამჭვირვალობის მოტრფიალის უკან არის ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავრობის იარლიყი. უბრალოდ, დაუშვებელია, ოპოზიციამ ასეთი ტიპის დახმარება წინასაარჩევნოდ არ გამოიყენოს. თითქოს, ეს რაღაცნაირი შეთანხმებული თამაშია, რომ ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ არ მოიგო და მეორე, მესამე, ან მეოთხე საპატიო ადგილზე გახვიდე,” – განაცხადა ხვიჩიამ.
გარდა ამისა, ის ამერიკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა.
“ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ქართველი ხალხი მიხვდეს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რომ “ქოცები” პატრიოტობის ნიღბის მიღმა, სინამდვილეში ყველაფრის ფასად, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ფასად, ცდილობენ, შეინარჩუნონ ძალაუფლება. მე არ მგონია, რომ “ქართული ოცნება” ახლა ამ სანქციების გამო გაჩერდეს, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვიწევს ამ არჩევანის გაკეთება და შემოდგომაზე ერთპიროვნული მმართველობის დასრულება, თუ გვინდა, რომ ამ მოჯადოებული კავკასიური ცარცის წრიდან გამოვიდეთ,” – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ს განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.
ენტონი ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.
ამასთან, სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.