“გრანდებს ოსიმენის ყიდვა მისი ხასიათის გამო არ სურთ” -“ნაპოლის” ლეგენდამ ნიგერიელზე ისაუბრა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო, რომ “ნაპოლის” ვიქტორ ოსიმენი დატოვებდა, თუმცა ნიგერიელის გამოსასყიდი თანხის გადახდას ჯერჯერობით არცერთი ევროპული კლუბი არ გეგმავს.
თავის მხრივ, “პარტენოპეიში” ოსიმენის სასწრაფოდ გასხვისება და მის ნაცვლად “ჩელსიდან” რომელუ ლუკაკუს ყიდვა სურთ.
“ნაპოლის” ლეგენდამ, ჯუზეპე ბრუსკოლოტიმ, Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ნიგერიელის შესახებ ისაუბრა.
“ოსიმენის სიტუაცია საყურადღებოა, თითქოს მისი წასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ყველაფერი ჩიხში შევიდა. როგორც მითხრეს, ევროპულ გრანდებს ვიქტორის ყიდვა მისი ხასიათისა და ქცევების გამო არ სურთ”, – განაცხადა ბრუსკოლოტიმ.
შეგახსენებთ, ოსიმენის
გამოსასყიდი თანხა 120-დან 130 მილიონ ევრომდე შეადგენს. ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ “პარი სენ ჟერმენთან” პირადი კონტრაქტი შეათანხმა, თუმცა პარიზული კლუბი “პარტენოპეისგან” სატრანსფერო თანხის შემცირებას ითხოვს.