ხე-ტყით უკანონო სარგებლობასა და უკანონო ჭრებზე არსებული სანქციების გამკაცრება იგეგმება

მთავრობა ხე-ტყით უკანონო სარგებლობასა და უკანონო ჭრებზე არსებული სანქციების გამკაცრებას გეგმავს.
ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შევა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის წევრებს გააცნო.
როგორც მ მთავრობის სხდომაზე განმარტა, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობასთან დაკავშირებით ეჭვი არსებობს და საჭიროა პრევენციული ზომების მიღება.
კობახიძის ინფორმაციით, მთავრობა კანონპროექტს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენს.
“ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს სანქციას – 1-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთით. “სისხლის სამართლის კოდექსს“ დაემატება მუხლი, რომელიც სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის განთავსებას ეხება – ამ სამართალდარღვევისათვის მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იყო გათვალისწინებული. კანონპროექტით განისაზღვრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 1-დან 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. თუ მრგვალი ხე-ტყის უკანონოდ განთავსება დიდი ოდენობით ხდება, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება.
გარდა ამისა, სანქციები მკაცრდება მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვასა და დამზადებაზე. ცვლილებებით ასევე დგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვაზე – 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
პასუხისმგებლობა მკაცრდება მრგვალი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებაზე – პასუხისმგებლობა 3-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება.
ტყე არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიმდიდრეა, რომელიც მომავალ თაობებს უნდა შევუნახოთ. ამას ემსახურება პრევენციული ზომები, რომელიც დამუშავდა და შესაბამისს კანონებში აისახება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ