სულ უფრო მეტი წყარო ადასტურებს, რომ გამანადგურებლები F-16 უკვე უკრაინაშია

დასავლელი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის ამერიკული წარმოების გამანადგურებლების, F-16-ის პირველი პარტიის გაგზავნა დაადასტურეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და რამდენიმე მედიასაშუალებამ.
პირველი, ვინც 31 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ F-16-ები უკვე შია, სააგენტო Bloomberg-ია.
მოგვიანებით ბრიტანულმა Times-მა ანონიმ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნიდერლანდისგან მიიღეს ექვსი F-16 და უახლოეს ხანში გამანადგურებლების კიდევ ერთ პარტიას გაუგზავნის. გამოცემის თანახმად, მომავალი წლის განმავლობაში უკრაინამ უნდა მიიღოს ოცამდე F-16, მათ შორის ნორვეგიისა და ბელგიისგან.
კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა F-16 უკვე გამოიყენეს საჰაერო თავდაცვის მიზნებისთვის. გამოცემის თანახმად, ეს არ უარყვეს უკრაინის საჰაერო ძალებში.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კი 31 ივლისს, ღამით საჯაროდ, სოციალურ ქსელ Х-ში დაწერა, რომ F-16-ები უკრაინაშია და კიდევ ერთი შეუძლებელი რამ აღმოჩნდა სრულიად შესაძლებელი.
ინფორმაცია, რომ F-16-ების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია წყაროებმა დაუდასტურეს ამერიკულ სააგენტო Associated Press-საც. მისი ინფორმაციით, უკრაინას ს სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის წინააღმდეგობის წარმატებით გასაწევად სჭირდება F-16 ტიპის სულ მცირე 130 გამანადგურებელი, მაშინ, როცა მოკავშირეები 60-მდე ასეთ თვითმფრინავს დაჰპირდნენ.
ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ჯერ კიდევ მარტში წერდა, რომ უკრაინა ივლისში მიიღებდა F-16 ტიპის ექვს გამანადგურებელს.
უკრაინას ოფიციალურად ჯერჯერობით არ უთქვამს, რომ გამანადგურებლები F-16 უკვე თავდაცვის ძალების განკარგულებაშია.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა დასავლეთის სახელმწიფოებისგან F-16-ების გადაცემას 2022 წლიდან ითხოვს. 2023 წელს რამდენიმე ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც უკრაინელი პილოტების მომზადება დაიწყო ნატოს სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში, მათ შორის -ში.
ამერიკული კომპანია General Dynamics-ის მიერ წარმოებული F-16 მეოთხე თაობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამანადგურებელია, რომელსაც საჰაერო სამიზნეების მოგერიება და სახმელეთო სამიზნეების განადგურება შეუძლია. F-16-ები არსენალში აქვს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანას.
2024 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16-ების გადაცემა ფრონტზე სიტუაციას არ შეცვლის და ამ თვითმფრინავებსაც ისევე გაანადგურებენ, როგორც დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ სხვა ტექნიკას.

ასევე დაგაინტერესებთ