ირაკლი კობახიძე: “დინამოს” სტადიონი ამორტიზებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ვაზიანში ახალი სტადიონის პროექტზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა იმის შესახებაც თქვა, რომ “დინამოს” სტადიონი ამორტიზებულია და სავარაუდოდ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე” და “მიხეილ მესხზე” გაიმართება.

“ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. “დინამოს” სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება”, – თქვა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – ფორუმებზე და ტრიბუნებიდან მოსმენილ უხეშ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ, ხშირად დამამცირებელ ფორმულირებებს პრინციპულად უპირისპირდება საქართველოში არსებულ ვითარებაზე კომპეტენტური კვლევითი ორგანიზაციების შეფასებები