საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი – მადლობა პრემიერ-მინისტრს, და კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ სახელმწიფო თანაბრად აფასებს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ სპორტს და ზრუნავს მათ განვითარებაზე

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ს და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მადლობას უხდის პარაოლიმპიელთათვის დაწესებული ჯილდოებისთვის.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ სახელმწიფო თანაბრად აფასებს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ სპორტს და ზრუნავს მათ განვითარებაზე.
განცხადებაში, ასევე, იმედს გამოთქვამენ, რომ არასპორტსმენები პარიზის ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებზე დაწერენ გამარჯვების იმ შთამბეჭდავ ისტორიებს, რომლითაც თითოეული მოქალაქე და მსოფლიო პარაოლიმპიური მოძრაობის ნებისმიერი გულშემატკივარი იამაყებს!
„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ს და მადლობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს!
ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ სახელმწიფო თანაბრად აფასებს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ სპორტს და ზრუნავს მათ განვითარებაზე! ამ ძლიერი მხარდაჭერის შესახებ მოვუყვებით სხვა ქვეყნების პარაოლიმპიურ მოძრაობებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.
დარწმუნებული ვართ, ჩვენი არასპორტსმენები პარიზის ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებზე დაწერენ გამარჯვების იმ შთამბეჭდავ ისტორიებს, რომლითაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და მსოფლიო პარაოლიმპიური მოძრაობის ნებისმიერი გულშემატკივარი იამაყებს!
სახელმწიფოს მხრიდან კი ჩვენი შრომის ასეთი, დაფასება, აღიარება და მხარდაჭერა არის მეტი პასუხისმგებლობა, მეტი სტიმული და მოტივაცია ჩვენთვის“ ,- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ