დავით კომახიძე Blumarine-ის კრეატიული დირექტორი გახდა

ლონდონში მომუშავე ქართველი დიზაინერი, დავით კომახიძე იტალიური მოდის სახლ Blufin-ის მთავარი ბრენდის, Blumarine-ის კრეატიული დირექტორი გახდა. როგორც ირკვევა, დიზაინერი პირველ კოლექციას 2025 წლის წინასაშემოდგომო სეზონზე წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ დავით კომახიძეს, რომელსაც დევიდ კომას (David Koma) სახელით იცნობენ, საკუთარი ბრენდი აქვს. მისი სამოსი სხვადასხვა დროს არაერთ ცნობილ სახეს აქვს მორგებული, მათ შორისაა ბიონსე, ბელა ჰადიდი, სკარლეტ იოჰანსონი, კარა დელევინი და სხვა.
ვრცლად forbes.ge – ზე

ასევე დაგაინტერესებთ