ვინ (რა) წააგო ანაკლიაში – პროექტის 10 წლის ქრონოლოგია

საერთაშორისო არბიტრაჟმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ინვესტორი, ანუ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობამ პროექტის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნაბიჯები გადადგა, რასაც საბოლოოდ პროექტის განვითარების შეფერხება მოჰყვა, ამის საპასუხოდ კი საქართველოს მთავრობამ მათთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააუქმა. საერთაშორისო არბიტრაჟმა მოსარჩელის არგუმენტი არ გაიზიარა და გამარჯვება საქართველოს მთავრობას მიაკუთვნა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი – სრული ქრონოლოგია 10 წლის განმავლობაში
“ქართული ოცნების” მთავრობის პირობებში, ანაკლიის პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მას შემდეგ უკვე 10 წელი გავიდა და ეს პორტი ჯერ კიდევ არ არსებობს.
2020 წლამდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პროექტზე 79 მილიონი დოლარი ჰქონდა დახარჯული. ეს თანხები ცალკეული მიმართულებით ასე ნაწილდება:
ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მიმდინარე მოლაპარაკებებში კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტები სახელმწიფოსგან მეტ ფინანსურ გარანტიას მოითხოვდნენ, საიდანაც მთავარი ტვირთბრუნვის რისკის დარღვევა იყო. ასევე სახელმწიფოს მხრიდან ფორს-მაჟორებზე პასუხისმგებლობის აღება.
მთავრობის მიერ ფაბრიკაციული სარჩელი ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ და 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების მოშლა
თუმცა, პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფომ თავად შექმნა მნიშვნელოვანი ფორს-მაჟორი, როდესაც 2019 წლის 24 ივლისს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, რაც აღნიშნულ დავამდე 15 წლით ადრე, TBC ბანკში განხორციელებულ ოპერაციებს უკავშირდებოდა. ხაზარაძე-ჯაფარიძის განცხადებით, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში პოლიტიკაში არ მონაწილეობდნენ და TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავათ. მათი განცხადების თანახმად, მომხდარი სწორედ ანაკლიის პორტის განვითარების ხელშეშლის მიზნით განხორციელდა. სამართლებრივ დავას ხაზარაძისა და ჯაფარიძის პოლიტიკური საქმიანობის დაწყება და მათ მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პარტია “ლელოს” დაფუძნება მოჰყვა.
აღნიშნულ პერიოდში და ბადრი ჯაფარიძე მიუთითებდნენ, რომ ბრალდების მიზანი იყო, რომ მათ ვერ შეძლებოდათ კონსორციუმის სახელით საკრედიტო დაფინანსების მიღება. 2020 წლის იანვარში მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმება მოშალა.
მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად სახელმწიფომ საქმე აღძრა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგაც. სასამართლომ განაჩენი 2022 წლის 12 იანვარს გამოიტანა. მოსამართლემ ბრალის გადაკვალიფიცირება თაღლითობის მუხლით მოახდინა და 7-7-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოიტანა, თუმცა აღნიშნული მუხლის ხანდაზმულობა გასულია, შესაბამისად ბრალდებულების მიმართ პატიმრობის მოთხოვნა არ დამდგარა.
საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა
2020 წელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი დაიწყო. ასევე დავა დაიწყო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმა. კონსორციუმი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც ინვესტორს ხელი შეეშალა და პროექტის განხორციელება ვერ მოხდა.
საქართველოს მთავრობის მიერ ამ დავასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოთხოვნილი კომპენსაცია 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულ დავაში მთავრობის ინტერესებს საერთაშორისო იურიდიული ფირმა White & Case-ი იცავდა, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში მომსახურების გასამრჯელოს სახით 70 მილიონი ლარი მიიღო.
პარიზის არბიტრაჟმა განაჩენი 2024 წლის 30 ივლისს გამოიტანა და კონსორციუმის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, 30 ივლისსვე კონსორციუმის იურისტებმა გააკეთეს განცხადება, რომ დავის საგანი არა 1.5 მილიარდ დოლარს, არამედ 476 მილიონ დოლარს შეეხებოდა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მიუთითებდა, რომ იქამდე სანამ საქმე არბიტრაჟის განხილვის ქვეშ იქნებოდა, მისით რეპუტციული დასავლელი ინვესტორი არ დაინტერესდებოდა.
ახალი კონკურსი ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევად
2022 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტი შეცვალა. თუკი პირვანდელი პროექტით, პორტის ძირითადი აქციონერი ინვესტორი უნდა ყოფილიყო, ახალი კონფიგურაციით, პორტის 51%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მთავრობა იქნება. შესაბამისად, ინვესტორი, რომელიც პროექტის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი, მხოლოდ 49%-იან წილს დასჯერდება.
2023 წლის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტრომ სატენდერო განაცხადი მოამზადა და საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში უპირატესი მონაწილე 2024 წლის 29 მაისს დასახელდა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია China Communications Construction Company დასახელდა, რომელმაც სახელმწიფოს სრულყოფილი საინვესტიციო წინადადება წარუდგინა.
თავად CCCC ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კორპორაციაა, რომლის ყოველწლიური შემოსავალი 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს. კომპანია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არის დაკავებული.
29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კონკურსის ფინალურ ეტაპზე CCCC-ისთან ერთად გადასული იყო Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა, თუმცა მან სახელმწიფოს საბოლოო საინვესტიციო წინადადება არ გაუგზავნა, შესაბამისად ერთადერთი ვინც განაცხადი შეიტანა CCCC იყო.
CCCC ამერიკული სანქციების ქვეშაა
2021 წლის ივნისიდან ჩინური კონსორციუმის წამყვან კომპანიას China Communications Construction Company Limited (CCCC) -ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული. ის აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) კონსოლიდირებული სანქციების (Non-SDN) სიაშია შეყვანილი ჩინური სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწილად ყოფნის გამო. ამ სიაში შეყვანილ კომპანიებს არ ეზღუდებათ აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციები, მაგრამ გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარებიან. აშშ-ის ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, თუ ამერიკულ კომპანიებს სურთ აღნიშნულ სიაში შემავალ კომპანიებთან ტრანზაქციების განხორციელება გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე, მთავრობისგან ნებართვა უნდა მოიპოვონ. ეს ნიშნავს, რომ CCCC-თან თანამშრომლობით საქართველო არ არღვევს სანქციების რეჟიმს, თუმცა Non-SDN სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიას ეკრძალება ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ