6 თვეში საპარკინგე ადგილების მოწყობაზე 261 000 ლარი დაიხარჯა – რა თანხას ხარჯავს მერია საპარკინგე ადგილების მოწყობაში?

2023 წლის პირველ ნახევარში, საპარკინგე ადგილების მოწყობაზე გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 261 000 ლარი შეადგინა, საიდანაც 59% ახალი საპარკინგე ადგილების მოწყობას ან ძველის განახლებას მოხმარდა, ხოლო 41% – პარკირების მოწყობაზე დასაქმებულთა ხელფასებზე გაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში ვკითხულობთ.
IDFI-ს მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა საპარკინგე ადგილების მოწყობაზე 2022 წელს (640,183 ლარი) დაიხარჯა.
2018-2023 წლებში საპარკინგე ადგილების მოწყობა-განახლებაზე გაწეული ხარჯები ასე გამოიყურება:
2018 წელი – 83.4 ათასი ლარი;
2019 წელი – 194.0 ათასი ლარი;
2020 წელი – 155.9 ათასი ლარი;
2021 წელი – 288.4 ათასი ლარი;
2022 წელი – 640.2 ათასი ლარი;
2023 წლის 6 თვე – 261.0 ათასი ლარი.
ქალაქ თბილისში პარკირების ადგილების მოწყობასთან დაკავშირებით, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია IDFI-ს მიღებული აქვს 2023 წლის 1 ივლისის მდგომარეობით. მოგვიანებით, 2023 სრული წლის ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად სატრანსპორტო კომპანიამ IDFI-ს განუმარტა, რომ მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას ცალკე გაემიჯნათ 2023 წლის პარკირების მოწყობა/განახლების ხარჯები. ხოლო, სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ 2023-2024 წლების ამ ხარჯებთან დაკავშირებული მოთხოვნა საერთოდ უპასუხოდ დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ