კილიან მბაპეს ბრენდმა, საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბის, „კანის“ აქციათა 80% გამოისყიდა

კომპანია Interconnected Ventures-ი საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბის, „კანის“ აქციათა 80 პროცენტის მფლობელი გახდა, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
აღნიშნული კომპანია ეკუთვნის მადრიდის „რეალის“ ფორვარდს, კილიან მბაპეს.
„ეს გარიგება ნიშნავს მნიშვნელოვან ნაბიჯს კლუბის განვითარების სტრატეგიაში და აძლიერებს მის ბუნებრივ მისწრაფებას, დარჩეს ფრანგული ფეხბურთის ისტორიული ადგილების რიცხვში.
ამ გარიგების წყალობით, „კანი“ მიიღებს დამატებით სტრატეგიულ რესურსებს თავისი სპორტული პოლიტიკის გამყარებისთვის, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ინოვაციური პროექტების განვითარებისთვის“, – წერია განცხადებაში.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ