საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, პირველი სექტემბრიდან, მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

მუნიციპალიტეტის მთავრობამ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობის პირობებს განსაზღვრავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
„საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა შესაბამის კანონებში და საავტობუსო ზოლში დაუშვა მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობას განსაზღვრავს.
საკრებულოში აღნიშნულ ცვლილებაზე იმსჯელებენ. გვინდა, რომ აღნიშნული წესი მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდეს, რათა მოპედებსა და მოტოციკლებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსო ზოლში გადაადგილდნენ“, – განაცხადა მ.
მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული დადგენილების თანახმად, საავტობუსო ზოლში, სადაც განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი ან/და დატანილია შესაბამისი ჰორიზონტალური მონიშვნა, დასაშვები იქნება მოტოციკლის ან/და მოპედის მოძრაობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა ამავდროულად, ავტობუსის ზოლში აკრძალული იქნება მგზავრის აყვანა/ჩამოსმა.
ცვლილება იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გამონაკლისს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო დაუშვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით