ისრაელის თავდაცვის მინისტრი – ომი არ გვსურს, მაგრამ ყველა შესაძლებლობისთვის ვემზადებით

ომი არ გვსურს, მაგრამ ყველა შესაძლებლობისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ ს თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განცხადა.
იოავ გალანტი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს სამხედრო ბაზაზე შეხვდა.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბეირუთში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰეზბოლას“ მეთაური, ფუად შუქრი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ