უკრაინელ მსახიობ ქალს დაუსწრებლად ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთში ჯარისკაცის ნამგლით მოკვლის სცენაში გადაღების გამო

მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა უკრაინელ მსახიობს ადრიანა ურელეც-კმეტიუკს ვიდეოფილმში გადაღებისთვის, სადაც რუსი სამხედროს ნამგლით მოკვლაა გათამაშებული.
ამის შესახებ სასამართლოს დარბაზიდან იტყობინება მედიაზონა.
2022 წლის აპრილში კურელეც-კრეტიუკი გადაიღეს სოციალურ რეკლამაში, სადაც ის ამბობს სიტყვებს “ჩვენ ჩვენს სისხლიან მოსავალს ვიღებთ“ და ამ დროს ნამგლით ყელს ჭრის მსახიობს, რომელსაც „ტელნიაშკა“ (რუსი მატროსებისთვის დამახასიათებელი მაისური) აცვია. ვითომ „სამხედროს“ სანამ კვდება, ვიდეოს გმირი ამბობს, რომ იგივე მოელის ყველა რუს სამხედროს უკრაინის ქალაქებში ხალხის დახოცვის გამო.
ს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსადრ ბასტრიკინმა ეს ვიდეო ექსტრემისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გადაღებულ ვიდეოებს შეადარა. სასამართლოს თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ რეკლამა სიძულვილის გაღვივებას იწვევს.
გაეროს მონაცემებით, ორწლიანი ომის განმავლობაში ში ათი ათასზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული.
გაერომ აღნუსხა რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინაში სამოქალაქო პირების სიკვდილით დასჯის, გატაცების, წამების, სასტიკი მოპყრობის და თვითნებური დაკავების შემთხვევები.

ასევე დაგაინტერესებთ