მოხმარების ზრდა კრიპტო-მაინინგის და მეტალურგიის გააქტიურების შედეგია – პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს.
ზრდა საცალო (+4.9% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+4.9% წ/წ) გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ს რეგიონში მოხმარების კლების ტენდენცია შენარჩუნდა (-5.6% წ/წ). აღსანიშნავია, რომ პირდაპირი მოხმარების ზრდა კრიპტო-მაინინგის და მეტალურგიის გააქტიურების შედეგია და ზრდის გაგრძელება მოსალოდნელია.
“ადგილობრივი გენერაცია წლიურად 3.9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 23.9%-ით შემცირდა. ეს დინამიკა ჰიდროსადგურების მზარდი გენერაციის შედეგია (+13.5% წლიურად), რაც თავის მხრივ უხვი ნალექის დამსახურებაა. გაზრდილმა ჰიდროგენერაციამ თბოსადგურების საჭიროება შეამცირა. შედეგად, თბოგენერაცია წლიურად 26.3%-ით შემცირდა 2024 წლის პირველ ნახევარში და ჯამური გენერაციის 15.9% შეადგინა. ამასთან, ექსპორტი შარშანდელ დონეზე შენარჩუნდა – 757 გვტ.სთ (წლიურად მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა)” – ნათქვამია მიმოხილვაში.