კონგრესმენების ნაწილი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

ჰელსინკის კომისიის ლიდერები როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან ს ადმინისტრაციას ს დასანქცირებისკენ მოუწოდებენ.
წერილში, რომელიც -ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს გაუგზავნეს, მოწოდებულია ივანიშვილისა და “მისი ახლო წრის” სანქცირება, “საქართველოში კორუფციისა და ბოროტი გავლენების მთავარი კვანძის” პრობლემის მოსაგვარებლად.
წერილს ხელს აწერს წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჰელსინკის კომიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი, რომელიც MEGOBARI აქტის ავტორია, დემოკრატი სტივ კოენი, რესპუბლიკელი რიჩარდ ჰადსონი და დემოკრატი მარკ ვისი.
ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის დანიშნული სავიზო სანქციების ფონზე, დეპუტატთა ორპარტიულმა ჯგუფმა თქვა, რომ “ადგილზე მომხდარი მოვლენების ტემპი და სიმძიმე” მათ აფიქრებინებს, “რომ სასწრაფოდ მეტი უნდა გაკეთდეს საქართველოს მოსახლეობის დასაცავად”.
“ცხადი უნდა იყოს, რომ საქართველოში კორუფციისა და ბოროტი გავლენების მთავარი აგენტები ანტიდასავლურ ელემენტებთან ერთად თავისუფლად ვერ ინადირებენ ქართველ ხალხზე და თავის ნებაზე ვერ დაესხმებიან თავს მათ დემოკრატიას.” – წერია კონგრესმენების წერილში.
ამას გარდა, კონგრესმენებმა ბაიდენის ადმინისტაციას მოუწოდეს, რომ დაიწყონ მსოფლიო “ქოლცენტრების სქემის” წინააღმდეგ ბრძოლა. მათი თქმით, ე.წ. ქოლცენტრები “არის შავი ფულის წყარო, რომელიც მხარს უჭერს ქართული ოცნების გავრცელებას და ბოროტ პატრონაჟულ სისტემას”.
“მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-სა და მეგობრულ სამართალდამცავ სააგენტოებთან კოოპერაციით, მიიღოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემატური ქმედება ამ ქოლცენტრების ქსელისა და სხვა მსგავსი ძალისხმევის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბით, რათა გაანადგუროს ან შეაჩეროს მათი ოპერაციები.” – წერია კონგრესმენების წერილში.
წყარო – ტაბულა