“დინამოს” სტადიონი ამორტიზებულია” – ირაკლი კობახიძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმსა და “მიხეილ მესხზე” გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ვაზიანში ახალი სტადიონის პროექტზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა იმის შესახებაც თქვა, რომ “დინამოს” სტადიონი ამორტიზებულია და სავარაუდოდ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე” და “მიხეილ მესხზე” გაიმართება.
“ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. “დინამოს” სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება”, – თქვა მ.