აშშ-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „მეგობარი აქტი“ პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს, ეს არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას

აშშ-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „მეგობარი აქტი“ პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს, ეს არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას
-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „მეგობარი აქტი“ პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „მეგობარ აქტს“ უნდა ერქვას დაუძინებელი მეგობარი აქტი.
„სინამდვილეში თუ ნახავთ „მეგობარი აქტის“ შინაარსს, ეს არის არა მეგობარი აქტი, არამედ ეს არის დაუძინებელი მეგობარი აქტი – ასე უნდა ერქვას ამ აქტს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს. არ შეიძლება, აქტს დაარქვა მეგობარი აქტი და ამ აქტის მთავარ მიზნად აქციო შანტაჟი. ეს თავისთავად არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ 3-4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში. თქვენ გახსოვთ წინა ელჩის ქმედებები, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააფუჭა ურთიერთობებში. ასეთ ფონზე ჩვენ გვჭირდება რეალური შემხვედრი ნაბიჯები, იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ჩვენ ველოდებით პრაგმატულ და მეგობრულ ნაბიჯებს სამართლიან, პრაგმატულ, მეგობრულ ნაბიჯებს.
რაც შეეხება სანქციებს, სწორედ ასეთი ტონით საუბარი არის კონტრპროდუქტიული, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად. ნაცვლად შანტაჟისა, მუქარისა, ჩვენ უნდა გვქონდეს ჯანსაღი საუბარი ურთიერთობების გაჯანსაღებასთან, გადატვირთვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი მ.
კითხვაზე, აქვს თუ არა სანქციების მოლოდინი, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს თემა არ არის საინტერესო.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-სა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, “უცხოელი აგენტების კანონის” არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში – მაკკეინის ინსტიტუტი