რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 40-ზე მეტი დრონი გაანადგურეს

რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 40-ზე მეტი დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სერგეი პოპკოს ცნობით, 31 ივლისის ღამეს, რუსების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმა წელს ყველაზე მასშტაბური იყო.
კიევში საჰაერო განგაში შვიდ საათს გაგრძელდა.
საჰაერო თავდაცვამ უკრაინის დედაქალაქის შემოგარენში რუსების მიერ გაშვებული 40-ზე მეტი დრონი გაანადგურა.
პოპკოს განცხადებით, ამ დროისთვის რუსების თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ასევე დაგაინტერესებთ