31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევის, ჯავახეთის, ხვედელიანის, სტურუას და მეფრინველეთა ქუჩების მოსახლეობას.
ქსელში გადართვების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.