ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს – Reuters

ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე დილით ადრე, ირანში მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის მებრძოლთა დაჯგუფება ავრცელებს და აქვე აღნიშნავენ, რომ ეს, შესაძლოა, ღაზაში ს ომისა და ლიბანის კონფლიქტის გამწვავებისა და რეგიონში უფრო ფართო ესკალაციის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
ამ ეტაპზე ისრაელი კომენტარს არ აკეთებს. ისრაელის სამხედროები კი აცხადებენ, რომ სიტუაციის შეფასებას აწარმოებენ, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების მითითებები ჯერ არ გაუციათ.
-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაძაბულობის განმუხტვაზე იმუშავებს და თუ კი ისრაელს თავს დაესხმებიან, ის მას დაეხმარება.
თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ჰანიეს მკვლელობა დაგმო და პალესტინის მოსახლეობას, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, გაფიცვისა და მასობრივი დემონსტრაციისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ ისმაილ ჰანიე, რომელიც ყატარში ცხოვრობდა, 7 ოქტომბერს, ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის დაწყების შემდეგ, პალესტინის საერთაშორისო დიპლომატიური ჯგუფის სახედ იქცა.