“ამიერკავკასიაში მარტო ჩვენ გვაქვს” – “ასკანელმა” ღვინის წარმოებაში ახალი დანადგარი დანერგა

“ასკანელის” დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძე ღვინის წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დანადგარების წარმოების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წარმოებაში სიახლეების დანერგვა მუდმივად ხდება. ერთ-ერთი ასეთი სიახლე წარმოებაში ელექტროდიალიზის აპარატის დანერგვაა, რომელიც ღვინოს ჩამოსხმამდე ცივად ამუშავებს და ეს სასმლის ხარისხის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია.
“ელექტროდიალიზის აპარატი, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, საკმაოდ ძვირად ღირებულია და მარტო ჩვენ გვაქვს ამიერკავკასიაში”, – აღნიშნა “ბიზნესის კვირეულისთვის” მიცემულ ინტერვიუში გოჩა ჩხაიძემ.