ფრე მონტენეგროში – ბათუმის “დინამო” კონფერენს ლიგიდან გამოვარდა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ს „დინამო“ გასვლაზე „დეჩიჩს“ დაუზავდა 0:0 (სახლში 0:2 დამარცხდა) და გათამაშებას გამოეთიშა.
იმის გამო, რომ მასპინძელთა გუნდის არენა „ტუშკო პოლე“ უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შეხვედრა დედაქალაქის ცენტრალურ სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მოედნის გაზონი საშინელ მდგომარეობაში იყო და ამიტომ საბოლოოდ დაპირისპირება ძველ აეროპორტთან ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, რომლის 1 500-იანი ტრიბუნა ბოლომდე არ შეივსო.
აჭარული გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, პირველი შანსი კი მასპინძლებს მიეცათ – 38-ე წუთზე შორიდან სეკულოვიჩის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.
შესვენების შემდეგ ბათუმელთა შეტევები მარჯვენა ფლანგიდან ღუდუშაურმა გაამწვავა. მსაჯმა მისი და ვ. სანტოსის მონტენეგროელთა საჯარიმოში წაქცევისთვის პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. მერე ხარაბაძემ ბურთი ძელს გაარტყა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
დეჩიჩი – დინამო (ბთ) 0:0
დინამო (ბთ): რ. სილვა, მალი, , ხარაბაძე, ვ.სილვა, სანტოსი (ფაჩულია 88), ვიქტორი (მარა 56), მამუჩაშვილი, ღუდუშაური, გომისი (ტამბედუ 65), ბლესა
ორი სოფლის გუნდია. რუსულ ბათუმს ძაან უნდოდა ქართულ დილას დამსგავსებოდა მაგრამ არ გამოვიდა. დილა ჩემპიონი გახდება და ესენი იმედია მეორედ ევროთასებზე არ გამოვლენ. ბერიძემ თურქული ვიხოდკები კარგად იცის და ფულის დახარჯვა არ უნდა მასე არაფერი გამოვა.