ისრაელი აცხადებს, რომ ბეირთუზე თავდასხმისას მოკლეს ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური. REUTERS-ის წყარო: დაღუპულია ასევე ორი ბავშვი

ისრაელი აცხადებს, რომ ბეირუთზე 30 ივლისის თავდასხმის დროს მოკლულ იქნა ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური, იტყობინება ს სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებელი კომპანია, რომელიც აღნიშნავს, რომ იერიში მიტანილი იქნა სამი დღის წინანდელი თავდასხმის სამაგიეროდ, როცა 12 მოზარდი დაიღუპა.
ისრაელის არმიის წარმომადგენელმა გაავრცელა ცნობა X -ის საშუალებით, რომ ჰეზბოლას მეორე პირი ფუად შუკრი მოკლულია. ისრაელის არმიის თანახმად, მოკლული მაღალი რანგის სამხედრო მეთაური იყო, ჰასან ნასრალას მარჯვენა ხელი.
ისრაელის თავდაცვის უწყების თანახმად, მოკლული პასუხისმგებელი იყო ჰეზბოლას ყველაზე თანამედროვე იარაღისთვის, მათ შორის, ზუსტი დამიზნების, ასევე ფრთოსანი, ხომალდსაწინააღმდეგო და შორის მოქმედების რაკეტებისა და დრონებისთვის.
REUTERS-ის სააგენტოს უსაფრთხოების და სამედიცინო სამსახურების წყარომ აცნობა, რომ დაღუპულია ასევე ორი ბავშვი – შესაბამისად, სულ სამი სამოქალაქო პირი.
Reuters-ს თვითმხილველმა უთხრა, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:40 წუთზე ხმამაღალი აფეთქების ხმა გაისმა და კვამლის სვეტი ავიდა ცაში ბეირუთის გარეუბანში, სადაც ჰეზბოლა, რომელსაც ირანი უწევს მხარდაჭერას, არის გამაგრებული.
ისრაელის კომპანია – კანს ორმა დაუდგენელმა წყარომ აცნობა, რომ ისრაელის შეფასებით, „დარტყმის სამიზნე“ მოკლეს.
ისრაელის არმია ადრე იტყობინებოდა, რომ დარტყმა განახორციელა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე, და რომ სამიზნე ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური იყო.
ისრაელის არმიის თანახმად, დარტყმა განხორციელდა “მეთაურზე, რომელიც პასუხისმგებელია მაჯდალ-შამსში ბავშვების მეკვლეობისა და დამატებით ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისთვის”. ისრაელის არმიის მიერ ხსენებული დარტყმისას გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ-შამსიზე 13 ადამიანი, ძირითადად ბავშვები, დაიღუპნენ და 30 დაშავდა. ჰეზბოლამ უარყო მონაწილეობა ამ დარტყმაში.
ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება გაუარესდა შარშან 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) თავდასხმის და ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ.
აშშ-ი არ ფიქრობს, რომ ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ომი გარდაუვალია. ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, როდესაც ისრაელის სამხედროებმა ბეირუთზე მიზანმიმართული დარტყმა განახორციელეს.
ჰეზბოლასა და ისრაელს შორის დარტყმების გაცვლა თითქმის ყოველდღე ხდება. ამავდროულად, ჯგუფმა განაცხადა, რომ ჯერ არ აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს ისრაელის წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა გამოთქვეს შიში, რომ ინციდენტები შეიძლება გადაიზარდოს ასეთ ომში.

ასევე დაგაინტერესებთ