ჯეიმს ო’ბრაიენი – ჩვენ ნათელი უნდა გავხადოთ “ქართული ოცნებისთვის”, რომ რეალური შედეგები იქნება – მათ კლუბების წესების შეცვლის უფლება არ აქვთ, რათა გაწევრიანდნენ

ჩვენ ნათელი უნდა გავხადოთ “ქართული ოცნების” პარტიისთვის, რომ რეალური შედეგები იქნება – მათ კლუბების წესების შეცვლის უფლება არაქვთ, რათა გაწევრიანდნენ , – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნება” სხვა მიმართულებით უხვევს, თუმცა რატომ გასარკვევად რთულია.
ამასთან, ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს, მხარი დაუჭიროს ყველაფერს, რაც დაეხმარება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში.
“როგორც ჩანს, საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც სხვა ხალხს ეძებენ, ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას. ამ პარტიამ რეალურად, ჩაწერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვალდებულებები კონსტიტუციაში და სხვა მიმართულებით უხვევს. რატომ, გასარკვევად ცოტა რთულია.
ასე რომ, ჩვენ ვცდილობთ, ძალიან ნათელი ვიყოთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს, ვინაიდან, საქართველო მოითხოვს კლუბებში გაწევრიანებას, რომელთა ერთ-ერთი ნაწილიც ჩვენ ვართ და მეორე ჩვენი საკვანძო პარტნიორია. მათ ამ კლუბების წესების შეცვლის უფლება არ აქვთ, რათა გაწევრიანდნენ.
ასე რომ, ჩვენ, პირველ რიგში, საქართველოსთვის ჩვენი დახმარების გადახედვის პროცესში ვართ. ძალიან გვინდა, მხარი დავუჭიროთ ყველაფერს, რაც დაეხმარება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს – საპარლამენტო აქვთ, თუმცა ჩვენ ნათელი უნდა გავხადოთ “ქართული ოცნების” პარტიისთვის, რომ რეალური შედეგები იქნება. იქნება დიდი სამხედრო წვრთნების გადადება და გავაგრძელებთ იმის გადახედვას, თუ რას ვაკეთებთ, და იმედი მაქვს, რომ ამის სათქმელად შესაძლებლობა შეიქმნება”, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანები დავარქვით, თუმცა მოღალატეებს სირცხვილის გრძნობა ნამდილად არ გააჩნიათ, ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება! – სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები

კახა კალაძე – გაძლევთ პირობას, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში, მხოლოდ და მხოლოდ წინ, გამარჯვებებით, მშვიდობით ვიცხოვრებთ დემოკრატიულ, განვითარებულ, თავისუფალ საქართველოში