კიდევ ერთხელ გეტყვით ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას – ჯარის დაფინანსება შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო!

ამ თითქოს და სკანდალური სტატიის და სიუჟეტის უკან დგას კარგად ორკესტრირებული, დეზინფორმაციაში გაწაფული დავალებების შემსრულებელთა ბანდა და მათი პატრონები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, – ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარი არხის“ სიუჟეტს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს დახმარება მაც შეუჩერა და ამას ქვეყნისთვის რუსული კანონის კიდევ ერთ მძიმე შედეგს უწოდებენ.
ნიკოლეიშვილის თქმით, თითოეული ქართველის ცნობიერებამდე უნდა დავიდეს და ყველამ კარგად გაიაზროს, რომ ჯარის დაფინანსება შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო და ერთობლივი წვრთნები შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი.
„ამ თითქოს და სკანდალური სტატიის და სიუჟეტის უკან დგას კარგად ორკესტრირებული, დეზინფორმაციაში გაწაფული დავალებების შემსრულებელთა ბანდა და მათი პატრონები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. კიდევ ერთხელ გეტყვით ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას, რომელიც თითოეული ქართველის ცნობიერებამდე უნდა დავიდეს და ყველამ კარგად გაიაზროს – ჯარის დაფინანსება შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო! ერთობლივი წვრთნები შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი. კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ აქ ქველმოქმედებისათვის ფულს არავინ ხარჯავს. ახლა უკვე ხელის გულზე დევს, რომ თითოეული ცენტი სწორედ მათი მიზნებისათვის იყო განკუთვნილი და როდესაც ამ მიზნის განხორციელებაში მონაწილეობა არ მივიღეთ, რაც თავის მხრივ ჩვენი ქვეყნის განადგურებას გულისხმობდა, დაფინანსება გააჩერეს“, – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ