ინაუგურაციაზე, რომელსაც კობახიძე დაესწრო, სკანდირებდნენ – “სიკვდილი ისრაელს, ამერიკას”

დღეს ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაცია გაიმართა, რომელსაც მეჯლისში (ირანის პარლამენტი) საქართველოს პრემიერმინისტრი ც დაესწრო.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ინაუგურაციის დროს დარბაზში ისმის შეძახილები – “სიკვდილი ისრაელს”, “სიკვდილი ამერიკას”.
ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ინაუგურაციიდან გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ღონისძიებას ჰამასის ლიდერთან ისმაილ ჰანიასთან ერთად დაესწრო.