ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის გარეუბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, იტყობინება ლიბანის უშიშროების ძალების მიერ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით Reuters-ი.
ლიბანის შეიარაღებული გაერთიანების ჰეზბოლას ოპერაციული ცენტრის ხელმძღვანელი მუჰსინ შუკრმა გადაურჩა ისრაელის თავდასხმას ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე 30 ივლისს, რომლის მიზანი იყო მისი მოკვლა, განუცხადეს Reuters-ს უსაფრთხოების სამსახურის ორმა მაღალი რანგის წყარომ.
AFP-ი ჰეზბოლასთან დაახლოებული წყაროს იმოწმებს და წერს, რომ “წამყვანი მეთაური” იყო სამიზნე, და რომ დარტყმისას ორი პირი დაიღუპა, მაგრამ ვერ დაადასტურა, იყო თუ არა მათ შორის მეთაური.
ისრაელის არმიაც იტყობინება, რომ დარტყმა განახორციელა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე, და რომ სამიზნე ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური იყო.
ისრაელის არმიის თანახმად, დარტყმა განხორციელდა “მეთაურზე, რომელიც პასუხისმგებელია მაჯდალ-შამსში ბავშვების მეკვლეობისა და დამატებით ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისთვის”. ისრაელის არმიის მიერ ხსენებული დარტყმისას გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ-შამსიზე 13 ადამიანი, ძირითადად ბავშვები, დაიღუპნენ და 30 დაშავდა. ჰეზბოლამ უარყო მონაწილეობა ამ დარტყმაში.
ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება გაუარესდა შარშან 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) თავდასხმის და ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ.
აშშ-ი არ ფიქრობს, რომ ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ომი გარდაუვალია. ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, როდესაც ისრაელის სამხედროებმა ბეირუთში მიზანმიმართული დარტყმა განახორციელებს ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაურის მოკვლის მიზნით.
ჰეზბოლასა და ისრაელს შორის დარტყმების გაცვლა თითქმის ყოველდღე ხდება. ამავდროულად, ჯგუფმა განაცხადა, რომ ჯერ არ აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს ისრაელის წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა გამოთქვეს შიში, რომ ინციდენტები შეიძლება გადაიზარდოს ასეთ ომში.