ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი თეირანში დაესწრო ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას, რომელიც მეჯლისში (ირანის პარლამენტში) ჩატარდა.
ღონისძიების გამართვამდე კობახიძე შეხვდა ირანის არჩეულ პრეზიდენტს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ მასუდ ფეზეშქიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს დელეგაციაში პრემიერთან ერთად თეირანში იმყოფება პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
ირანის ახალი პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებით აირჩიეს. მოქმედი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში 22 მაისს ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ