ფიცი დადო ირანის ახალმა პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა

30 ივლისს, მასუდ ფეზეშკიანმა ფიცი დადო, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალმა პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც მან ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ამ თვის დასაწყისში. 28 ივლისს ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ფეზეშკიანს და დაავალა, ყურადღება გაემახვილებინა ურთიერთობების განვითარებაზე ირანის მეზობლებთან და არა დასავლეთის ქვეყნებთან მას შემდეგ, რაც ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა, მოელაპარაკოს დასავლეთს. ზომიერმა რეფორმისტმა ფეზეშკიანმა, 69 წლის ყოფილმა კარდიოქირურგმა, 5 ივლისს, არჩევნების მეორე ტურში, ხმების თითქმის 54 პროცენტით დაამარცხა ულტრაკონსერვატორი, საიდ ჯალილი, რომელმაც ხმების 44 %-ზე ცოტა მეტი მიიღო.
ისლამური რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც დაინიშნა მოქმედი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო.
ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი და ასევე ერთად პირველი ვიცე-პრემიერი – ლევან დავითაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ