აფხაზეთის მიწა, უძრავი ქონება და რუსული ინტერესები

ოკუპირებულ აფხაზეთში გრძელდება დაპირისპირება, ე.წ „აპარტამენტების“ გამო, რომელიც რეგიონში, ტყვარჩელის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებში, 150 ჰექტარზე, ს ფულით, „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების მშენებლობას“, ბინების და „ნომრების“ გაყიდვას ითვალისწინებს.
„აფხაზებისთვის მიუღებელია ქონების გადაცემა, ისინი თვლიან მოხდება რუსეთის მოქალაქეების ჩასახლება აფხაზეთში. ეს მშვენიერი მხარეა რუსებისთვის, დიდი სიამოვნებით აითვისებენ და დამკვიდრებიან იქ“. პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი
თავდაპირველი გეგმით, 10 ათასი ბინის მშენებლობა და მათი ძირითადად, რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვაა დაგეგმილი. თუ, საპილოტე პროგრამამ გაამართლა, გასაყიდი ბინებისა და ნომრების რაოდენობა მომავალში, 30 ათასამდე შეიძლება გაიზარდოს.
ივლისის განმავლობაში, ოჩამჩირეში და სოხუმში, ე.წ „აპარტამენტების“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის რამდენიმე მწვავე დაპირისპირება მიმდინარეობდა.
სეპარატისტების ლიდერმა ასლან ბჟანიამ თავდაპირველად ე.წ “უშიშროების ძალები” გამოიყენა, თუმცა მას შემდეგ რაც ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა, ე.წ „უშიშროების“ უფროსი თემურ ახიბა „გადააყენა“ და „კანონპროექტი“, რომლის მიღებასაც კრემლი ითხოვს, შესაძლოა დროებით, „უკან გაიხმო“.
„ე.წ კანონპროექტი“ გაწვეულია, ის არ არის ანულირებული, ამიტომ შეიძლება ნებისმიერ დროს დაბრუნდეს უკან“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, „აფხაზებისთვის მიუღებელია ქონების გადაცემა, ისინი თვლიან რომ ერთი ორად გაიზრდება ფასები ბინებზე, მოხდება რუსეთის მოქალაქეების ჩასახლება აფხაზეთში. ეს მშვენიერი მხარეა რუსებისთვის, დიდი სიამოვნებით აითვისებენ და დამკვიდრებიან იქ“.
„საუბარია 10 ათასს აპარტამენტის ნომერზე, ეს ნიშნავს, რომ 20 ათასს და მეტ ადამიანს შეეძლება აქ ერთდროულად იცხოვრობს“ – განაცხადა ოკუპირებულ ოჩამჩირეში საპროტესტო მიტინგზე გამოსვლისას, აფხაზი სეპარატისტების ე.წ „უშიშროების“ ყოფილმა უფროსმა ზურაბ აგუმავამ.
რუსეთმ საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა იცის! და, ჩვენ შეიძლება გვითხრან, ნუ ფართხალებთ! აი, ეს შეიძლება მოხდეს, ამიტომ მე ცალსახად ვამბობ, რომ არა!“ ზურაბ აგუმავა, აფხაზების ე.წ “უშიშროების” ყოფილი უფროსი
„თუ დღეს ნებას მივცემთ, ამ ადამიანებს რომ ააშენონ საკუთარი უძრავი ქონება და საცხოვრებელი, და ხვალ, ჩვენ ვეტყვით, რომ შეცდომა დავუშვით, წადით აქედან, ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ძირითადად, ისინი იქნებიან რუსეთის მოქალაქეები, რუსეთის სახელმწიფომ კი საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა იცის! და, ჩვენ შეიძლება გვითხრან, ნუ ფართხალებთ! აი, ეს შეიძლება მოხდეს, ამიტომ მე ცალსახად ვამბობ, რომ არა!“ – აცხადებს აგუმავა.
ექსპერტების აზრით, ასლან ბჟანიას გარემოცვამ „კანონპროექტის“ უკან გაწვევით ტაქტიკურად დაიხია უკან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „აპარტამენტების“ საკითხი დასრულებულია.
აფხაზურ ე.წ. „ოპოზიციაში“ მიაჩნიათ, რომ კრემლი არ მისცემს ბჟანიას 2025 წელს „ხელახლა არჩევის“ შესაძლებლობას, თუ ბიჭვინთის ნაკრძალის გადაცემის მსგავსად, „აპარტამენტებზეც“ კრემლისთვის სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღო.
თავად ასლამ ბჟანიას „კანონპროექტის“ „გაწვევის“ შემდეგ, რუსეთის სახელმწoფო არხ „რასია 24“-თვის მიცემულ ინტერვიუში არ დაუმალავს, რომ ე.წ „აპარტამენტების“ აშენება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავ ქონებას დაეპატრონონ, კრემლის დიდი ხნის მოთხოვნაა.

ასევე დაგაინტერესებთ