2023 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.9% კერძო საკუთრებაშია

2023 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.9 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.1 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში – ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევის შედეგებს საქსტატი აქვეყნებს.
2023 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები და ბაზრობები განთავსებულია 2.0 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე. ბაზრებსა და ბაზრობებს გააჩნია 68 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1291 შემნახველი საკანი (საწყობი) 28.6 ათასი კვ. მეტრი ფართობით და 0.7 ათასი ტონა ტევადობის 358 მაცივარი.