ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში

„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. ეს იზოლაცია უნდა გავარღვიოთ ერთიანობით და ერთიანობით უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მაც დაიწყო, შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი აქტივობები, მათ შორის, ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა, რომლის ბიუჯეტიც 71, 5 მილიონ კრონას შეადგენდა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველო საერთაშორისო მეგობრებთან ყველა შეჩერებულ ფორმატს აღადგენს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა, სამწუხაროდ, იძულებულს ხდის ჩვენს მეგობრებს, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება და „ქართული ოცნების“ გამო, საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. ეს იზოლაცია უნდა გავარღვიოთ ერთიანობით და ერთიანობით უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. გამარჯვების მოპოვების შემდგომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, აღვადგენთ ყველა ასეთ შეწყვეტილ ფორმატს. ყველა აღდგენილი ფორმატი და რაც მთავარია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რომელიც შეჩერებულია „ოცნების“ პოლიტიკის გამო, ბუნებრივია, ძალიან დიდ სარგებელს, დაცულობას, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას მოუტანს ქართველ ხალხს,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ