შალვა პაპუაშვილი – საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაშია მოქცეული, იგივე ეხება ევროკავშირსაც

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაშია მოქცეული, იგივე ეხება ევროკავშირსაც, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინი აქვს -ს სენატში, საგარეო საკითხთა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენაზე.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მას მოლოდინი აქვს, რომ კონგრესი, ან სენატი გამოიძიებს, „თუ რა როლი ჰქონდათ უცხოურ დონორებს 2020 წელს არჩევნების შედეგების ყალბი მონაცემების გავრცელებაში“.
„რა თქმა უნდა, სანამ ეს ომი მიმდინარეობს, გარკვეული მგრძნობელობებია სხვადასხვა მხარეს, გარკვეული მოლოდინებია სხვადასხვა მხარეს, შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაშია ჩვენ ურთიერთობები. როგორც კი, ეს ომი დასრულდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება, უფრო სხვანაირი შესაძლებლობები გაჩნდება იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს.
რაც შეეხება სენატში და კონგრესში ბოლო პერიოდში მიმდინარე განხილვებს, ჩემი მოლოდინი და იმედი არის, რომ კონგრესი, ან სენატი საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში გამოიძიებს, თუ რა როლი ჰქონდათ უცხოურ დონორებს 2020 წელს არჩევნების შედეგების ყალბი მონაცემების გავრცელებაში. როგორც იცით, 2020 წელს, ამერიკული დაფინანსების მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს ავრცელებდა. შემდეგ გაირკვა, რომ მისმა დონორმა, USAID-მა, რომელიც ჩვეულებრივი კერძო ფონდი არ არის, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი USAID-მა იცოდა და მალავდა, მათ შორის, გვიმალავდა ჩვენც პირადად. როდესაც მათთან შეხვედრები გვქონდა, გვარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი სწორი იყო, აუდიტი ჩატარდა და არანაირი შეცდომა არ იყო აღმოჩენილი. ამას გვეუბნებოდნენ, ვიდრე ISFED-ს მოუწევდა აღიარება, რომ შეცდომა იყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ USAID-მა ძალიან კარგად იცოდა, რომ ISFED ყალბ მონაცემებს ავრცელებდა, გვატყუებდა ჩვენ და საზოგადოებას არ უმხელდა. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ USAID სახელმწიფო ინსტიტუტია და ფიზიკურად ამერიკის შეერთებულ შტატებშია განთავსებული, კითხვა ისმის, იცოდა თუ არა მაშინდელმა ელჩმა იმის შესახებ, რომ ყალბი იყო ის რიცხვები, რომელიც პარალელური დათვლით ვრცელდებოდა, რომელიც მაშინ არეულობის დაწყების საფუძველი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მაშინდელი ელჩი მხარეებს შორის, ჩართული იყო, როგორც მედიატორი. რა თქმა უნდა, ეს ორჯერ უფრო მძიმე იქნებოდა, თუ აღმოჩნდებოდა, თუ ელჩმა იცოდა, რომ ტყუილი იყო, ის, რაზეც ოპოზიცია დაობდა და მხარეებს არ ეტყოდა. ამიტომ ჩემი მოლოდინია, რომ კონგრესმა, ან სენატმა ეს საკითხი გამოიძიოს, რა როლი ჰქონდა USAID-ს 2020 წელს საქართველოში არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელების საქმეში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა მას ფინანსური სანქციების მოლოდინი, პაპუაშვილი პასუხობს: ჯერ „საკუთარ თვალში დირეს უნდა შეხედონ და შემდეგ ეძებონ საქართველოს თვალში ბეწვი“.
„ჩემი მოლოდინია, რომ კონგრესმა ან სენატმა გამოიძიოს, თუ რა როლი ჰქონდა USAID-ს ამ საქმეში, თუ რა როლი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ თანამშრომელს ამ საქმეში – 2020 წლის არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელებაში და ამით არეულობის წაქეზებაში.
მე მოლოდინი მაქვს, რომ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეხედონ „საკუთარ თვალში დირეს, თუ არის ეს დირე და შემდეგ ეძებონ საქართველოს თვალში ბეწვი“, ამიტომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ველით პასუხს. USAID-თან დაკავშირებით პერიოდულად ვიმეორებ ხოლმე, მაღალი ეჭვი მაქვს, რომ დიდი გადაცდომა იმალება ამ ყველაფრის უკან, 2020 წელს, ბეწვზე გადავრჩით არეულობას. ISFED პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებით ქვეყანას თავდაყირა აყენებდა. აღმოჩნდა, რომ ამაში დონორიც იყო ჩართული. იგივე ორგანიზაციები დღეს გვეუბნებიან, რომ არჩევნებზე დამკვირვებლები უნდა იყვნენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაირკვეს სიმართლე, რა იცოდა USAID-მა და თუ იცოდა, რატომ უმალავდა იმ ქართველ ხალხს, რომელზეც გვეუბნებიან, რომ მათი ინტერესებით მოქმედებენ. ამიტომ ჩემი მოლოდინია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს საქმე გამოძიებული იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში