სი ძინფინგმა ბაიდენს კისინჯერის გარდაცვალება მიუსამძიმრა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვეტერანი ამერიკელი დიპლომატის, ჰენრი კისინჯერის გარდაცვალების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა და ჩინეთის სხვა მაღალჩინოსნებმა -ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სამძიმრის წერილები გაუგზავნეს.
“დოქტორი კისინჯერი ჩინელი ხალხის კარგი, ძველი მეგობარი იყო. ის არის სინო-ამერიკული ურთიერთობების პიონერი და მშენებელი”. – თქვა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვანგ ვენბინმა.
ვანგის თქმითვე, ჩინეთის პრემიერმინისტრმა, ლი ციანგმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ სამძიმრის წერილები გაუგზავნეს კისინჯერის ოჯახს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსაც.
კისინჯერი ჩინეთში ბოლოს მიმდინარე წლის ივლისში, მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა და სი ძინფინგსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.
1970-იან წლებში პრეზიდენტების, ნიქსონისა და ფორდის ადმინისტრაციებში სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უშიშროების მრჩევლის თანამდებობებზე მომუშავე კისინჯერმა სინო-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ასევე დაგაინტერესებთ