შალვა პაპუაშვილი – როგორც ირანის პრეზიდენტის დაღუპვის ტრაგიკულს ფაქტზე მნიშვნელოვანი იყო, პრემიერს ქართველი ხალხის სახელით სამძიმარი გამოეხატა, ასევე, ინაუგურაცია არის მომენტი, როცა განსაკუთრებით ეს თუ სამეზობლოს ეხება, აქაც იქნას გამოხატული თანადგომა

ეს არის არამხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ ჩვენი ისტორიულ-კულტურული კავშირები, რომელიც რეგიონში არსებობს და რომელიც გვავალდებულებს, როგორც ერსა და ქვეყანას შესაბამისი თანადგომა გამოვხატოთ ჭირში და გვერდით დგომა ლხინში, ინაუგურაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ირანში, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამეზობლოსთან სწორი ურთიერთობა ჰქონდეს.
„ჩვენი სამეზობლოა, როგორც თავად დაღუპვის ტრაგიკულს ფაქტზე მნიშვნელოვანი იყო, რომ პრემიერ-მინისტრს ქართველი ხალხის სახელით სამძიმარი გამოეხატა, ასევე, რა თქმა უნდა, ინაუგურაცია არის მომენტი, როცა განსაკუთრებით ეს თუ სამეზობლოს ეხება, აქაც იქნას გამოხატული თანადგომა. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, როგორც ვიცი, იქ იქნებიან სომხეთის, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. ეს არის არამხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ ჩვენი ისტორიულ – კულტურული კავშირები, რომელიც რეგიონში არსებობს და რომელიც გვავალდებულებს, როგორც ერსა და ქვეყანას შესაბამისი თანადგომა გამოვხატოთ ჭირში და გვერდით დგომა ლხინში, ინაუგურაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა ირანში, იმისთვის, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა. მას არჩევა მიულოცა ყველა ქვეყანამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც. მთლიანი სამეზობლო იმყოფება იქ ინაუგურაციაზე და ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი არამხოლოდ დიპლომატიური, არამედ ისტორიულ-კულტურული ვალდებულებაც – რეგიონში ასეთი ღონისძიების დროს იყოს ქართველი ხალხი წარმოდგენილი.
რატომ უნდა იყოს გზავნილი პარტნიორებისთვის? ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში. აქ არ არის შეერთებული შტატები. ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში ისტორიულადაც, პოლიტიკურადაც, გეოპოლიტიკურადაც და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამეზობლოსთან სწორი ურთიერთობა გვქონდეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველი ხალხის სახელით, პრემიერ – მინისტრს მიელოცა პრეზიდენტად არჩევა და ინაუგურაციის პროცესში მიეღო მონაწილეობა. ამას აკეთებენ სომხეთის, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები და იქ წარმოდგენილია თურქეთიც“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში