ლოიდ ოსტინი – მე არ მჯერა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბრძოლა გარდაუვალია

ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტი გარდაუვალი არ არის. „მიუხედავად იმისა, რომ ს ჩრდილოეთ საზღვარზე ბევრ აქტივობას ვხედავთ, შეშფოთებულები ვართ ამ სიტუაციის სრულმასშტაბიან ბრძოლაში გადაზრდის შესაძლებლობით, მე არ მჯერა, რომ ბრძოლა გარდაუვალია“, – განაცხადა -ის თავდაცვის მდივანმა.
ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ სურს საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდეს.
შეგახსენებთ, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა, როცა შაბათს გოლანის მაღლობზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ. ისრაელი პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რომელიც ბრალდებებს უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ევროპა არის სწორედ პატრიოტების, იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ და ისინი, ვისაც საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, არც პატრიოტები არიან, არც ჩვენს იდენტობას იცავენ და არც დამოუკიდებლობას

კაია კალასი – დღეს ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ სამართლიანობისკენ, სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე შეთანხმებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ