„ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ირანში აიათოლა ალი ხამენეის შეხვდნენ

„ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ირანში აიათოლა ალი ხამენეის შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ გენერალური მდივანი, ზიად ალ-ნახალე ირანში, ახლად არჩეული პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფებიან.
„ჰამასის“ განცხადებით, ისმაილ ჰანიე პეზეშკიანს დილით შეხვდა და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ