შალვა პაპუაშვილი – როგორც ზოგიერთი NGO გვიმტკიცებდა, მილიარდები უნდა დასცემოდა თავს უცებ ისეთ ქვეყანას, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს და მოლაპარაკებები დაიწყო – ვხედავთ, რომ ეს მილიარდები ან არ ეცემა მოლდოვას ან არ იყენებენ, როგორც საჭიროა

როგორც ზოგიერთი NGO გვიმტკიცებდა, მილიარდები უნდა დასცემოდა თავს უცებ ისეთ ქვეყანას, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს და მოლაპარაკებები დაიწყო. ვხედავთ, რომ ეს მილიარდები ან არ ეცემა მოლდოვას, ან არ იყენებენ როგორც საჭიროა, ვინაიდან საქართველოს მოლდოვასთან შედარებით 7-ჯერ თუ 8-ჯერ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სწორი პოლიტიკა აქვს არჩეული.
„კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არათუ დაგვაზარალებს, პირიქით, უფრო გააძლიერებს სახელმწიფოს, ვინაიდან მოქალაქეებს ექნებათ მეტი ინფორმაცია თუ რა გავლენები არის პოლიტიკაში თუ მის მიღმა. საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რა გავლენები ხორციელდება, ვის მიერ არის ეს დაფინანსებული და ვინ დგას ამის უკან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი დემოკრატიაც კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც უფრო გამჭვირვალე იქნება.
ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე ეკონომიკური და პოლიტიკური. თუ ჩვენ ეკონომიკურად ვიყავით მაჩანჩალა ქვეყანა და პოლიტიკურად ვიყავით მოწყვლადი და სხვების გავლენების ქვეშ მყოფი ქვეყანა, ასეთ ქვეყანას არც ევროკავშირში მიიღებენ და არც სხვა რომელიმე გაერთიანებაში თუ კლუბში. ამიტომ, უპირველესი ამოცანა არის ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება. ეკონომიკური წინსვლის მხრივ საქართველო არის ლიდერი ევროპაში, მათ შორის, მოლდოვასთან შედარებით, რომელიც კანდიდატიც არის, მოლაპარაკებებიც დაწყებული აქვს და როგორც ზოგიერთი NGO გვიმტკიცებდა, მილიარდები უნდა დასცემოდა თავს უცებ ისეთ ქვეყანას, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს და მოლაპარაკებები დაიწყო. ვხედავთ, რომ ეს მილიარდები ან არ ეცემა მოლდოვას, ან იყენებენ როგორც საჭიროა, ვინაიდან საქართველოს მოლდოვასთან შედარებით 7-ჯერ თუ 8-ჯერ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. ეს აჩვენებს, საერთო ჯამში, რომ ჩვენ გვაქვს სწორი პოლიტიკა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში