2023 წელს ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 295 ერთეულს შეადგენდა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რაოდენობა 15.4 მილიონი იყო, რაც 1.1 პროცენტით აღემატება 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს. სტატისტიკა საქსტატმა გაავრცელა.