ლაშა ბაქრაძე – ბანაკი მართლაც ძალიან კარგია, მნიშვნელოვანი და საინტერესოა ასევე ვხედავთ ახალგაზრდების შემართებას, რათა დიდი გარდატეხა მოხდეს 26 ოქტომბერს

„ერთიანობის ახალგაზრდული ბანაკი” ბაკურიანში დებატების ფინალურ შეხვედრას მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა“ ავრცელებს.
„ერთიანობის“ ლიდერის ლაშა ბაქრაძის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია ახალგაზრდებისგან განსხვავებული აზრის მოსმენა.
„ახალგაზრდებთან ურთიერთობა, პოლიტიკისგან დამოუკიდებლადაც რის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ყოველთვის მაქვს კომუნიკაცია, როგორც მასწავლებელს უნივერსიტეტში, ამიტომაც აქაც ძალიან საინტერესო იყო ჩვენი შეხვედრა.
მოვისმინეთ განსხვავებული აზრი, ასე უკეთესად შეგვიძლია დავინახოთ თუ რა განწყობებია საზოგადოებაში, იმიტომ, რომ მათ მოაქვთ ინფორმაცია ოჯახებიდან და ასე შემდეგ. ასე რომ, ბანაკი მართლაც ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია და საინტერესოა. ასევე, ვხედავთ ახალგაზრდების შემართებას, რათა დიდი გარდატეხა მოხდეს 26 ოქტომბერს.”- განაცხადა მ.