აშშ უკრაინას $200 მლნ-ის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს

შეერთებული შტატები ს სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, მ განაცხადა.
როგორც ჯონ კირბიმ განმარტა, დახმარების აღნიშნული პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, HIMARS-ის საარტილერიო საბრძოლო მასალას და Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.
პენტაგონი უკრაინას დამატებით გადასცემს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე შორ მანძილზე მოქმედ და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.
ცნობისთვის, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ შეერთებულმა შტატებმა 11 ივლისსაც განაცხადა. პაკეტი „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მოიცავდა.
პირველი არხი