წლის I ნახევარში 10%-ით მეტი სამშენებლო ნებართვა გაიცა – რომელ რეგიონში გაიცა ყველაზე მეტი ნებართვა?

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვეში მშენებლობაზე 5 594 ნებართვა გაიცა – წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.6%-ით მეტი. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ მშენებლობის ნებართვა 5 393 500 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობებზე გაიცა, რაც 35%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იმავე პერიოდში.
ნებართვების თითქმის 2/3 – 74% – 4 რეგიონში გაიცა.
კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების თითქმის ნახევარი ქალაქ თბილისზე მოდის, 9.7% – ქვემო ქართლზე, 8.3% – მცხეთა-მთიანეთზე, ხოლო 8.1% – კახეთის რეგიონზე.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ