ბექა ლილუაშვილი – ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ თავისი სახელი დაარქვა ყველაფერს! – მ დავა წააგო, ეს მისთვის რთული იქნება, მაგრამ ამის აღიარება მოუწევს

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ წერტილი დაუსვა და თავისი სახელი დაარქვა ყველაფერს! – მ დავა წააგო, ეს მისთვის რთული იქნება, მაგრამ ამის აღიარება მოუწევს – ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ხაზარაძეს მოუწევს ბოდიში მოიხადოს! – აღნიშნული განცხადება პარლამენტში პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხაზარაძის მხრიდან საკითხის პოლიტიზირება ხდებოდა და ადგილი ჰქონდა აბსოლუტურად უსაფუძვლო შეტევებს, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.
„ჩვენ ვხედავდით მოდელირებულ რეალობას ჩვენს და ჩვენი პოლიტიკური ლიდერის გიორგი გახარიას წინააღმდეგ. ვითმენდით აბსოლუტურად უსაფუძვლო ტყუილ ბრალდებებს. არასდროს ამ საკითხებზე პასუხი არ გაგვიცია. ეს მაშინ, როცა ჩვენ ხელისუფლებაში ის გუნდი ვიყავით, ვინც ანაკლიის პორტის მშენებლობას მხარს უჭერდა და ამ პროექტის განხორციელებას ყველანაირად ცდილობდა.
საარბიტრაჟო სასამართლომ წერტილი დაუსვა და სახელი დაარქვა ყველაფერს – ამ გადაწყვეტილების შემდეგ ხაზარაძეს მოუწევს ბოდიში მოიხადოს.
“ლელოს”, როგორც პოლიტიკურ ძალას, ყოველთვის წარმატებას ვუსურვებდით და ახლაც წარმატებას ვუსურვებთ”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის ფილმი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, ტერორისტული აქტია – დარწმუნებული ვარ, დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, დაკვეთა იყო BBC-ის თემაში

მიხეილ ყაველაშვილი – სამწუხაროა, რომ ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი“, თავს აძლევს უფლებას, ბოლომდე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა – მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სრულყოფილად იქნას გამოძიებული