ანტონიო გუტერეშმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ირანის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ანტონიო გუტერეშმა მასუდ პეზეშკიანს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ გაერო ირანს მდგრადი განვითარების პროგრამის მიზნების მიღწევის საქმეში მხარს დაუჭერს.
ასევე, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა რეგიონში ირანის როლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და ირანს რეგიონული კრიზისების მოგვარებისას დახმარებისკენ და ახალი კონფლიქტების თავიდან აცილებისკენ მოუწოდა, რომლებმაც შეიძლება რეგიონსა და მთელ მსოფლიოს საფრთხე შეუქმნან.
ცნობისთვის, დღეს, მასუდ პეზეშკიანი პარლამენტის სესიის წინ ფიცს ოფიციალურად დადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი – ქართველები ევროკავშირის წევრობაზე ოცნებობენ – სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს